გაკვეთილის მთავარი თემა
|
რა არის პერიოდული სისტემა
|
სწავლების საფეხური
|
VIII კლასი
|
მოსწავლეთა
პროფილი
|
20 მოსწავლე
|
გაკვეთილის
მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეს ჩამოუყალიბდება წარმოდგენა პერიოდული სისტემის სტრუქტურის შესახებ.
|
გაკვეთილის
მიზნები და
შედეგები
|
შეძლოს პერიოდული სისტემის
აღწერა. მონახოს და დაახასიათოს ქიმიური ელემენტი პერიოდულ
სისტემაში
მდებარეობის მიხედვით.
*თვალსაჩინოების
გამოყენებისა და ადეკვატური
ინფორმაციის მოპოვების, ანალიზის , პრობლემის
გადაჭრის
უნარის ფორმირება,
*პერიოდული სისტემის
სტრუქტურის შესახებ წარმოდგენის ფორმირება, პერიოდულ
სისტემაში მდებარეობის მიხედვით ელემენტისა და მისი ნაერთების
დახასიათების უნარის ფორმირება. ქიმიაVIII
10.
*მოსწავლეს შეუძლია
არაორგანულ ნაერთთა ძირითადი კლასების
დახასიათება .
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
:
* გამოთქვამს ვარაუდს
უცნობი ელემენტის შესაძლო
თვისებების შესახებ პერიოდულ სისტემაში
მისი მდებარეობის მიხედვით;
|
წინასწარი
ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან
ქიმიური ელემენტების სიმბოლოები.შეუძლიათ
განასხვავონ ატომი , ელემენტი და
ნაერთი. იციან თუ რა კანონზომი-
რება ვლინდებაატომბირთვის მუხტის ზრდის მიხედვით განლაგებულ ატომთა ელექტრონულ აგებულებაში.
|
შეფასების საგანი და
პროცედურები
|
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების
რუბრიკის საშუალებით. შეფასების
ფორმა:
|
||
სასწავლო მასალა და
ტექნიკური რესურსები
|
პერიოდული სისტემა,სამუშაო
რვეული ,სახელმძღვანელო,კვლევითი
სამუშაოს ალგორითმი(ყოველი
ჯგუფისათვის)რეაქტივები,იისფერი ლაკმუსი.კომპიუტერი,პროექტორი,დაფა.
|
||
გაკვეთილის
მსვლელობა/საკლასო
მენეჯმენტი
|
საორგანიზაციო საკითხები-2წთ
*Aფაზა(გამოწვევა)-15წთ
ამ გაკვეთილის თემა საუკეთესო მასალაა საიმისოდ,რომ მოსწავლე-
ები გაერკვნენ
კვლევიტი სამუშაოს თავისებურებაში შეძლონ მისი
ეტაპების გაანალიზება.სამუშაო იწყება ჯგუფის
ფორმირებით ;გაით-
ვალონ1-დან
3-მდე და თითოეული რიცხვის შესაბამისად ერთად
დაჯგუფდნენ.ამის შემდეგ იწყება ტამაში,რას
უზრუნველყოფს
განავრცოს და განამტკიცოს
წინასწარი ცოდნა და უნარები.
თამაშით{ესტაფეტა}(Iჯგ.ტაშის
ორჯერ დარტყმის შემდეგ დაასახელებს ქიმიურ ელემენტს,მაგ.Ca და დაფაზე წერს მისი ოქსიდს.
2-ჯერ ტაშის
შემდეგ მეორე ჯგ.აიტაცებს და იტყვის Ca,Mgიგივექმედებებს
ასრულებს მე3 ჯგ და ასე შემდეგ.მასწავლებელი ყურადღე-
ბას მიიპყრობს პერიოდულ
სისტემაზე და ეკითხება რამდენი ჰორიზონტალური მწკრივია?რომელი ელემენტით იწყება და რომელით
მთავრდება?
*B ფაზა(შინაარსის რეალიზება)-22წთ
შესრულებული დავალების
შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებ-
თან ერთად გადადის
კითხვა-პასუხებზე.პროექტორის საშუალებით
ეკითხება მოსწავლეებს
(ინდივიდუალური დავალება)
კითხვები:
1)დათვალეთ რამდენი ელემენტია მესამე პერიოდში?
2)დათვალეთ რამდენი ელემენტია მეოთხე პერიოდში?
3)მართებულად მიგაჩნიათ, თუ არა ,რომ მესამე პერიოდს ეწოდება მცირე,მეოთხეს კი დიდი
პერიოდი?
4)დაადგინეთ,პერიოდულ სისტემაში რამდენი
მცირე და რამდენი
დიდი პერიოდია?
5)მე-7 პერიოდი დიდია თუ მცირე ?
პასუხი თუ ორგვარია
თვითონ მასწავლებელი განმარტავს.
მასწავლებლის მიზანია განუმარტოს მოსწავლეებს რომ პერიოდული სისტემა შედგენილია გარკვეული კანონზომიერებით.
შემდეგ მასწ.
კვლავ მიაპყრობს მოსწ. ყურადღებას პერიოდული სის-
ტემის ჯგუფებზე და ეკითხება(ჯგუფური სამუშაო)
-ვერტიკალურ სვეტის Aრიგში
უფრო მეტი ელემენტია თუ B
რიგში.
Iჯგ.გაანალიზოს
1 და 2 ჯგ.ელემენტები
IIჯგ-3 და 4 და
ა.შ
დასკვნები სათითაოდ
წარმოადგინონ საჯაროდ.შემდეგ მოსწავლეები გაეცნობიან ტექსტს(ინდივიდ.)სახელმძღვანელოს
საშუალებით.
მომდევნო ეტაპზე
მოსწავლეები ასრულებენ კვლევით სამუშაოს.მოსწ.
თითოეულ ჯგუფს მაგიდაზე უდევს
კვლევითი სამუშაოს ალგორი-
თმისათანადო
მაგალითით და ექსპერიმ.მსვლელობისათვის რეაქტი-
ვები.
.
C ფაზა(გამთლიანება)-6წთ
მასწავლებელი
მას შემდეგ,რომ მოსწავლეები გაეცნობიან ამ ალგორითმს ასრულებენ დავალებას : გამოიკვლიონ
ქიმიური ელემენტი რომლის ელექტრონული აგებულებაა
+19 2,8,8,1
ნამუშევარი
წარმოადგინონ მათთვის უკვე ნაცნობი ცხრილის
სახით.
აწყობს დებრიფინგს.
|
გაკვეთილის
გეგმა
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის გეგმა:
მასწავლებელი:
ელ-ფოსტა:nestanbadri@gmail.com
ნესტან არახამია
ტელ:591056006
|
||
საგანი: ქიმია
|
კლასი: IX
|
|
თემა: რა კავშირია მარტივსა და რთულ ნივთიერებებს შორის .
|
დრო: 45წუთი
|
|
მოსწავლეთა
პროფილი: 24 მოსწავლე.
სსსმ მოსწავლე არ არის
|
||
გაკვეთილის
მიზანი: მოსწავლემ
შეძლოს გამოიყენოს ლაბორატორიული აღჭურვილობა
და ჩაატაროს ცდები მარილების სხვადასხვა გზით მისაღებად. დაადგინოს კავშირი მარტივსა
და რთულ ნივთიერებებს შორის .მოახერხოს ცოდნის ინტერპრეტაცია,ტრანსფერის უნარის განვითარება.
|
||
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი: ქიმ.IX.5 მოსწავლეს
შეუძლია მეტალთა და არამეტალთა თვისებების
კვლევა.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლეს შეუძლია:
|
||
წინარე ცოდნა :
|
მოსწავლემ უნდა იცოდეს:
არაორგანულ ნაერთთა კლასების კლასიფიკაცია,მიღება და თვისებები.მეტალების ფიზიკური და ქიმიური თვისებები.იცის
არაორგანული ნაერთების მიღების ხერხები.შეუძლია მარტივი ცდების ჩატარება იმისათვის ,რომ ახალი მასალის ათვისება შეძლოს.
|
|
უნარ-ჩვევები:
|
წინარე ცოდნის გამოყენების,დამოუკიდებლად აზროვნების,მსჯელობის,დასკვნის
გამოტანის უნარების განვითარება.
|
|
შეფასება
და თვითშეფასება: მიმდინარე განმავითარებელი და განმსაზღვრელი
|
||
სასწავლო მასალა
და რესურსები:სამუშაო რვეული ,სახელმძღვანელო საწერი კალამი,
მარკერები,სტიკერებზე დაწერილი ფორმულები,სპირტქურა,ასანთი,ჭურჭელი და მასალა:სინჯარა,სინჯარების
სადგამი,სინჯარების დამჭერი,ფოლადის მარწუხი,სპირტქურა .
ფლიპჩარტები,დანართები
ნივთიერებები: სპილენძის ფირფიტა, 4 ცალი; გოგირდმჟავა 10 %-იანი, 20 მლ; ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი 10 %-იანი, 20 მლ; მარილმჟავა 10 %-იანი, 20 მლ.
|
||
აქტივობა N1. საორგანიზაციო საკითხები, გაკვეთილის თემისა და მიზნის,
აგრეთვე შეფასების რუბრიკის გაცნობა.(2წთ).ორგანიზების ფორმა-მთელი კლასი.
აქტივობის მიზანი:
ჯგუფის მოწესრიგება,
გაკვეთილის მიზნისა და თემის გაცნობა.
აქტივობის აღწერა:
მივესალმები კლასს და საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ გავაცნობ მათ გაკვეთილის თემასა და მიზანს,
აგრეთვე შეფასების კრიტერიუმებს.
აქტივობა 2 წინარე ცოდნის გააქტიურება - თამაში,,აბა გამოიცანი,, და კითხვა-პასუხები. დრო:(13წთ) ორგანიზების ფორმა-იდივიდუალური,თამაში-ჯგუფური.
აქტივობის მიზანი:ნასწავლი მასალის
განზოგადება,ცოდნის სისტემატიზაცია,საგნის მიმართ ცნობისმოყვარეობის გაზრდა,ცოდნის
გაფართოვება, ნივთიერებების ფორმულების აღქმა და ნაერთთა კლასების ერთმანეთისაგან გარჩევა
,პრეზენტაციის საშუალებით ნამუშევრების წარდგენა.
აქტივობის აღწერა:
სლაიდების დახმარებით ვსვამ
ფრონტალურ კითვებს:
1)შევავსოთ საკლასიფიკაციო რუკა
ნივთიერება შედგენილობის მიხედვით როგორი სახის შეიძლება იყოს?
როგორია მარტივია ნივთიერება ?
რთულია ნივიერება რას ნიშნავს?
A
B C D
ჩამოთვალეთ არაორგანულ ნაერთთა კლასის
ჯგუფები?
A B C D
2)ოქსიდების კლასიფიკაცია და მიღების ხერხები?
3)ფუძეების კლასიფიკაცია და
მიღების ხერხები?
4)მჟავეების კლასიფიკაცია და
მიღების ხერხები?
5)მარილების კლასიფიკაცია და მიღების ხერხები?
შემდეგ ინტერესის ასამაღლებლად ჯგუფეებში ვთამაშობთ თამაშს.წესები ასეთია: წინასწარ დამზადებულ
ფლიპჩარტზე ნაერთებს გადაანაცვლებენ
.ფორმულას რომელიც შეესაბამება მითითებულ ნაერთს განათავსებენ კოლბაში .
1ჯგუფი
მოათავსეთ ოქსიდები კოლბაში:
Cao, CaCl2, NaOH, H3 PO4
, SO2 , CO2 , H2 S, Al2 O3
,Cu(OH)2 ,H2 SO4 ,HCl,CuSO4 ,HNO3
,Fe O ,CuO,Al F3, ,KNO3 ,MgO.
2ჯგუფი
მოათავსეთ ჰიდროქსიდები კოლბაში:
Cao, CaCl2,
NaOH, H3 PO4 , SO2 ,KOH, CO2 , H2
S, Al2 O3 ,Cu(OH)2 ,H2 SO4
,HCl,LiOH,CuSO4 ,HNO3 ,Fe (OH)3 ,CuO,Al F3,
,KNO3 ,Mg(OH)2
3ჯგუფი
მოათავსეთ მჟავები კოლბაში:
KNO3 , KOH, CO2 , H2 S,
Al2 O3 ,Cu(OH)2 ,H2 SO4
,HCl,LiOH , CaCl2, NaOH, H3 PO4 ,H2
CO3 , Al2 O3
HF,HNO3
4ჯგუფი
მოათავსეთ მარილები კოლბაში:
Mg(NO3 )2 H2 SO4
,HCl,KCl,LiOH , CaCl2,CuSO4 ,HNO3 ,NaF,Fe O ,CaSiO3,
Cao, CaCl2, NaOH, H3 PO4 KNO3,
მეთოდი,რომელიც საშუალებას იძლევა,ჯგუფის ყველა წევრის ინდივიდუალური მუშაობის შედეგების შერწყმით მომზადდეს და კლასს წარუდგინოს
ჯგუფის საერთო პროდუქტი.კლასი დაიყო ექვსწევრიან ჯგუფებად .თითოეულ ჯგუფს დაურიგე მუშაობისათვის საჭირო რესურსები-დიდი ზომის ფორმატები და ცალკე სტიკერებზე დაწერილი ფორმულები .ფორმატი დაიყო სეგმენტებად-ერთ ცენტრალურს და რამდენიმე გარე სეგმენტად.თითოეული გარე სეგმენტი თითო წევრს ეკუთვნის,ხოლო ცენტრალური სეგმენტზე განთავსებულია კოლბა სადაც ათავსებენ ნაერთებს..ბოლოს იმართება დისკუსია,ერთიანდება ყველა წევრის ნამუშევარი.საბოლოოდ ყველა იდეა ჯამდება და ფიქსირდება ცენტრალურ სეგმენტში,სადაც ჯგუფის ყველა წევრი აწერს ხელს.უკანასკნელ ეტაპზე თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავის შესრულებულ ნამუშევარს.შემდეგ თითოეული ჯგუფი წარადგენს ნამუშევრებს.
აქტივობა 3 ზღაპრის ფონზე არაორგანული ნაერთების კავშირის დადგენა.
დრო:(5წთ) ორგანიზების ფორმა-ჯგუფური.
აქტივობის მიზანი:მოსწავლეებში მოტივაციის აღძვრა და ცოდნის სისტემატიზაცია,საგნის
მიმართ ცნობისმოყვარეობის გაზრდა, არაორგანული
ნაერთების კავშირების დადგენა.
აქტივობის აღწერა: ვურიგებ მოსწავლეებს დანართს,რომლის საფუძველზე ადგენენ კავშირებს
და ფლიპჩარტზე ამზადებენ პასუხებს შესაბამისი გამოსახულებებით.
ზღაპარი:
ერთ სამყაროში ცხოვრობდა მეფე-მოლეკულური
ჟანგბადი. მეფეს სამი ვაჟი ჰყავდა. უფროსი-წყნარი,რომელსაც უყვარდა აუზში ცურვა. საშუალო-მოუსვენარი ეშმაკი,უმცროსი
კი მერყევი,დიპლომატიური ხასიათისა იყო.მეფემ გადაწყვიტა შვილების დაოჯახება.მისცა
მათ სათითაოდ ისარი და უთხრა:რომელ კოშკსაც გასროლილი ისარი მიარწევს, ცოლებიც იქედან
მოიყვანეთო.უფროსმა და საშუალომ ისრები ისროლეს.უმცროსმა კი გადაწყვიტა:დავიცდი,ჩემს ძმებს როგორი ცოლები შეხვდებათ
და არჩევანს მერე გავაკეტებო. უფროსი რძალი საუკეტესო ნამცხვარს აცხობდა სოდის ფქვილთან
შერევით,მაგრამ მოჰკიდებდა თუ არა ხელს ქსოვილს,ისე აზიანებდა,მის შეკერვას აზრი არ
ჰქონდა.საშუალო რძალს ნამცხვარი არ გამოსდიოდა,მაგრამ ტანსაცმელს სპილენძის წვრილი
მავთულით ისე კერავდა,რომ ცდილობდა ხელით არ
შეხებოდა.ბოლოს ბედი უმცროსმა ძმამაც სცადა.
კოშკში, სადაც ისარი მოხვდა,ორი ქალწული ცხოვრობდა,რომელთაც საპირისპირო თვისებე- ბი
ჰქონდათ.ჩემნაირ მერყევ ადამიანს სწორედ ასეთი ცოლები სჭირდებაო-გაიფიქრა უმცროსმა.ორივე
ქალი სახლში წამოიყვანა. რომელთანაც იყო,ხასიათს
იმის შესაბა- მისად იცვლიდა და თავისი დიპლომატიის უნარით თავიც მოჰქონდა.
ცხოვრობდნენ მეფის შვილები და რძლები ბედნიერად.ჰყავდათ
ნეიტრალური ბუნების შვილები,რომლებიც ხასიათით ერთმანეთს უფრო ჰგავდნენ,ვიდრე მშობლებს .
დაასახელეთ შვილები, რძლები,შვილიშვილები.დაწერეთ ზღაპარში აღწერილი
ქიმიური მოვლენების შესაბამისი გამოსახულებანი.
დავალებას ასრულებენ ჯგუფურად
, შემდეგ ერთ-ერთი ჯგუფი კენჭისყრის შედეგად
გამოვლენილი წარადგენს ნამუშევარს.თუ იქნება
განსხვავებული ვერსიები,ერთად განიხილება.მანამ სანამ არ შეჯერდება მოსაზრებები.
აქტივობა 4 მინი ლექცია (3წთ) ორგანიზების ფორმა-მთელი კლასი.
აქტივობის მიზანი: არსებული ცოდნის კონსტრუირება და ახლის დაშენება- ხარაჩოს
მეთოდი
აქტივობის აღწერა:
სლაიდების
საშუალებით მოსწავლეებთან ერთად ვაანალიზებთ მონაცემებს.ნივთიერებათა მრავალფეროვნება კი მკაფიოდ აისახება
გენეტიკური კავშირებით. ვაცნობ მოსწავლეებს რომ გენეტიკური მწკრივი უნდა აკმაყოფილებდეს
კონკრეტულ პირობებს.მითითებული ნიმუშის ფონზე-თეორიულ ცოდნას ვამტკიცებთ,რაც მოგვცემს
საშუალებას ჩავატაროთ ცდები.
აქტივობა 5.გენეტიკური კავშირის დადგენა-ქიმიური ექსპერიმენტის მეშვეობით.დრო(15წთ)ორგანიზების
ფორმა-ჯგუფური.
აქტივობის მიზანი:შეძლოს
ეფექტიანად გამოიყენონ ლაბორატორიული აღჭურვილობა და ჩაატარონ ცდები მარილების სხვადასხვა
გზით მისაღებად . სხვადასხვა კლასის ნაერთებს შორის კავშირის ჩვენება
კონკრეტული გარდაქმნების მაგალითზე
აქტივობის აღწერა
ცდა:
რესურსები:თითოეული ჯგუფისათვის.
ჭურჭელი და მასალა: სინჯარა ; სინჯარების სადგამი ; სინჯარების დამჭერი ; ფოლადის მარწუხი; სპირტქურა ;
ნივთიერებები: სპილენძის ფირფიტა, 1 ცალი; გოგირდმჟავა 10 %-იანი, 20 მლ; ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი 10 %-იანი, 20 მლ; მარილმჟავა 10 %-იანი, 20 მლ.
მოსწავლეებს ვაკვირდები და საჭიროების შემთხვევაში
ვეხმარები .ვაძლევ მკაფიო ინსტრუქციებს.
1ჯგუფი
o უნდა აანთონ სპირტქურა და ფოლადის მარწუხის გამოყენებით სპილენძის ფირფიტა შეიტანონ სპირტქურის ალში. გააჩერონ რამდენიმე წუთი. დააკვირდით ფერის ცვლილებას. ჩაინიშნეთ შედეგი. ჩაწერეთ მიმდინარე რეაქციის ტოლობა. რა ტიპის რეაქცი მოხდა? ნაერთთა რომელ კლასს მიეკუთვნება მიღებული ნივთიერება? o 2ჯგუფი
o მიღებული სპილენძის (II) ოქსიდი მოათავსეთ სინჯარაში და დაამატეთ 20 მლ განზავებული გოგირდმჟავას ხსნარი. აანთეთ სპირტქურა. დაიჭირეთ სინჯარა დამჭერის საშუალებით და გააცხელეთ. მოერიდეთ ხსნარის ადუღებას. დააკვირდით ფერის ცვლილებას და შედეგები შეიტანეთ ლაბორატორიულ ოქმში. რომელი ნივთიერება წარმოიქმნა? ნაერთთა რომელ კლასს მიეკუთვნება მიღებული ნივთიერება
o 3ჯგუფი
o
o ოქსიდის სრულად გახსნის შემდეგ, სინჯარა გააცივეთ და დაამატეთ 20 მლ ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი. ჩაწერეთ მიმდინარე რეაქციის ტოლობა. ამ რეაქციის საფუძველზე ნაერთთა რომელი კლასის თვისებების შესწავლაა შესაძლებელი? ნაერთთა რომელ კლასს მიეკუთვნება მიღებული ნივთიერება? დააკვირდით ცვლილებას და ჩაიწერეთ ოქმში.
o 4ჯგუფი
o
o აანთეთ სპირტქურა, დაიჭირეთ სინჯარა დამჭერის გამოყენებით და ფრთხილად გააცხელეთ. სინჯარა არ მიიტანოთ ალთან ძალიან ახლოს. გაცხელება გააგრძელეთ, სანამ ლურჯი შეფერილობა მთლიანად არ გაქრება. ჩაწერეთ მიმდინარე ქიმიური რეაქციის შესაბამისი ტოლობა. რა ნივთიერება მიიღება? დაკვირვების შედეგები შეიტანეთ ლაბორატორიულ ოქმში.
o სინჯარის გაცივების შემდეგ დაელოდეთ ნალექის დაწდომას და სინჯარას დაამატეთ მარილმჟავას ხსნარი. შეადარეთ მეორე ეტაპზე მიმდინარე ქიმიური რეაქცია ამ ეტაპზე მიმდინარე მოვლენას. დააკვირდით ფერის ცვლილებას და შედეგები შეიტანეთ ოქმში.
o შეჯამება:
გააანალიზეთ მთლიანი პროცესი და გამოიტანეთ დასკვნა, როგორი გენეტიკური კავშირი არსებობს ნაერთთა კლასებს შორის.
მოხდება ნამუშევრების პრეზენტაცია მოსწავლეები
აწარმოებენ ცდის ანალიზს.შემდეგ ფასდება და ჯამდება ნამუშევრები
აქტივობა 6 საშინაო დავალების მიცემა.დრო(1წუთი)ორგანიზების ფორმა-ინდივიდუალური.
აქტივობის მიზანი: მიღებული ინფორმაციის შეჯამება და ანალიზი.
აქტივობის აღწერა:ტექსტის ბოლოს მოცემულ დავალებებსა და კითხვებზე პასუხის
გაცემა
აქტივობა 7 ‘’გასასვლელი
ბილეთები’’დრო(4წთ)(მთელი კლასი-ინდივიდუალური)
აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა
ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე გაკვეთილზე
მიღწეული შედეგების შეფასება , რომელიც
დამეხმარება მომდევნო გაკვეთილის უკეთ დაგეგმვაში, მოსწავლეებს კი თვითშეფასებაში.
აქტივობის
აღწერა: გაკვეთილის შედეგებს
მოსწავლეებს ინდივიდუალურად ვურიგებ გასასვლელ ბილეთებს შემდეგი კითხვარებით ,სახლში დაასრულებენ
და მომავალ გაკვეთილზე ჩამაბარებენ.
შეფასება: განმსაზღვრელი,
განმავითარებელი
აქტივობა8
სლაიდების ჩვენება.(2წთ)
აქტივობის მიზანი : ინფორმაციის შეჯამება
22.05.2018წ.
მასწავლებელი: ნ.არახამია
.მოსწავლის სახელი და გვარი:
გასასვლელი ბილეთების
კითხვარები:
რა
გავიგე ამ გაკვეთილზე ისეთი, რაც აქამდე უცნობი იყო?
|
|
რაზე
მინდა მეტი გავიგო შემდეგისთვის?
|
|
მნიშვნელოვანი
ინფორმაციები ამ გაკვეთილიდან:
|
|
და დავალებები რომლებსაც ასრულებენ ინდივიდუალურად.1დავალება (მოიყვანეთ,რეაქციათა ტოლობები,რომელთა დახმარებით
შეიძლება განხორციელდეს გარდაქმნები):
FeSO4 ---1-àFe---2-àFe3 O4---3-àFe(NO3 )3--4--àFe(OH)3--5--àFe2 (SO4)3
Cu 3 CuSO4
4 C
Cu(NO3 )2
CuCl2
1
მესამე დავალება:მოიყვანეთ რეაქციათა ტოლობები,რომლებიც შეესაბამება მოცემულ სქემის შესაბამის გარდაქმნებს:
3
ZnCl2 1
ZnSO4
მეოთხე დავალება:მოიყვანეთ რეაქციათა ტოლობები,რომლებიც შეესაბამება მოცემულ სქემის შესაბამის გარდაქმნებს:
Cr-1----àCr2 O3
-2----àCrCl3 -3----àCr(OH)3--4--à Cr 2O3--5--àCr
გაკვეთილის
გეგმა
მასწავლებელი: ნესტან არახამია
|
||
საგანი: ქიმია
|
კლასი:Xბ
|
|
თემა: მჟავას,ტუტისა და მარილის ელექტროლიტური
დისოციაცია
|
დრო: 45წუთი
|
|
მოსწავლეთა პროფილი:
სსსმ
მოსწავლე არ არის
|
17მოსწ.
|
|
გაკვეთილის
მიზანი: ხსნარების
თვისებების ახსნა ელექტროლიტური დისოციაციის თეორიის საფუძველზე. სრული და შეკვეცილი
იონური ტოლობების შედგენა.ანალიზის, ურთიერთთანამშრომლობის,
ექსპერიმენტის ჩატარების უნარ-ჩვევების გამომუშავება.
|
||
ეროვნული სასწავლო გეგმის
სტანდარტი:
ქიმ.
IX. მოსწავლეს შეუძლია ხსარების თვისებების ახსნა
ელექტროლიტური დისოციაციის თეორიის საფუძველზე.
შედეგი:
.
მოსწავლე ახასიათებს ფუძეებს,მჟავებსა და მარილებს
ელექტროლიტური დისოციაციის თეორიის თვალსაზრისით.
.ადგენს ელექტროლიტთა ხსნარებში
მიმდინარე ქიმიური გარდაქმნების სრულ
და შეკვეცილ იონურ ტოლობებს.
|
||
საჭირო
წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
მოსწავლეებმა იციან :
.ჯგუფური მუშაობის
და სასწავლო გაჩერებებზე მუშაობის უნარ-ჩვევები.
. ქიმიური ბმების სახეების გარჩევა
.არაორგანულ
ნაერთთა კლასიფიცირება.
.წყალხსნარების
ელექტროგამტარობა და მასში მიმდინარე პროცესები.
. ელექტროლიტების და არაელექტროლიტების გარჩევა.
. რა ხდება ნივთიერებების წყალში გახსნისას?
. რა განაპირობებს წყალხსნარების ელექტროგამტარობას?
. როგორ პროცესს ვუწოდებთ ჰიდრატაციას და რა არის
მის მიერ წარმოქმნილი პროდუქტი.
უნარები: . ახდენს ნაერთთა კლასიფიკაციას
.
.წერს ნაერთთა ქიმიურ ფორმულებს.
. ხსნადობის მიხედვით არჩევს
ელექტროლიტებს და არაელექტროლიტებს
|
||
შეფასება და თვითშეფასება:
განმსაზღვრელი-მოსწავლის შეფასების რუბრიკა
განმავითარებელი-მასწავლებლის
კომენტარი,დაკვირვება,მოსწავლის თვითშეფასება.
მიმდინარე განმავითარებელი:,დაკვირვების შედეგები.
განმსაზღვრელი : სწორად დაწერილი დისოციაციის ტოლობები, სწორად შევსებული ცხრილი.
შენიშვნა: შეფასება მოხდება შეფასების რუბრიკის გამოყენებით
|
||
მოსწავლეთა
ორგანიზება : ინდივიდუალური, წყვილური, ჯგუფური.
|
||
ს სასწავლო
მასალა და რესურსები: ინსტრუქციები კითხვებით და ცხრილით - დაბეჭდილი თ თაბახის ფურცლებზე, საწერი კალმები, , კომპიუტერი, წებოვანი სტიკერები.შეფასების რ რუბრიკა,დაფა, სამუშაო ფურცლები ,საწერი კალმები , ფლომასტერები ,სოდა და ძმარი. ,ძ ბორჯომის ეტიკეტი,პროექტორი.,ბარათები,მარკერები,ფლიპჩატები,ატომების მოდელები.
,მ
,მ
|
აქტივობა 1. საორგანიზაციო საკითხი და გაკვეთილის მიზნის გაცნობა- კლასში
მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა. 2 წთ.
აქტივობა N 2 გაკვეთილის მიზნის გაცნობა
და წინარე
ცოდნის გააქტიურება. (მთელ კლასთან)
(5წუთი)
აქტივობის მიზანი: ძველსა და ახალ ცოდნას შორის
კავშირის დადება.
აქტივობის აღწერა: ვააცნობ
გაკვეთილის მიზანს .ჩხირების საშუალებით წინარე
ცოდნას ვააქტიურებ
კითხვა-პასუხებით, მოსწავლეები შეძლებენ წინა გაკვეთილზე მიღებული ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენონ .კერძოდ ჯერ ივარაუდონ, შემდეგ კი დაადასტურონ მონაცემთა ანალიზის საფუძველზე .მასწავლებლის შეკითხვები
1)სიტყვა
დისოციაცია რას ნიშნავს?
2)ელექტროლიტი
რას ეწოდება?
3)არაელექტროლიტი
რას ეწოდება?
4)შეავსეთ
სქემა- ჩამონათვალის მიხედვით დაყავით
ელექტროლიტებად
და არაელექტროლიტებად.
( H2SO4, NAOH,O2, სპირტი, შაქარი,
,AlCL3,K2 SO4 ,Cu(OH)2?
5)ელექტროლიტური
დისოციცია რას ეწოდება?
6)ელექტროლიტები
წყალში გახსნისას რაზე
იშლება ?
7)რა
განაპირობებს მათი წყალხსნარების ელექტროგამტარობას?
8)როგორ
პროცეს ვუწოდებთ ჰიდრატაციას და რა არის მის მიერ წარმოქმნილი პროდუქტი?
9)ვინ
ითვლება ელექტროლიტური დისოციაციის ფუძემდებლად?
აქტივობა N 3 მინი ლექცია
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებში მოტივაციის აღძვრა და ელექტროლიტთა ხსნარების დახასიათება ელექტროლიტთა დისოციაციის თეორიის თვალსაზრისით.
აქტივობის აღწერა: ახალი
მასალის მიწოდებას ვაწარმოებ მაპროვოცირებელი შეკითხვით-სადემონსტრაციო მაგიდაზე დაწყობილია თვალსაჩინოებები(მარილმჟავა,სუფრის მარილი,კუჭის
მულაჟი) ვუსვამ მაპროვოცირებელ კითხვას:- კუჭის დაბალ მჟავიანობას ავადმყოფები ძლიერ განზავებული მარილმჟავათი შველიან.რატომ არ შეიძლება ამ პრობლემის მოსაგვარებლად NaCL გამოყენება,ისიც ხომ მარილმჟავას მსგავსად ქლორის იონებს წარმოქმნის დისოციაციისას?
სლაიდების
საშუალებით მოსწავლეებთან ერთად ვაანალიზებთ მონაცემებს დისოციაციის ტოლობების შედარების საფუძველზე.
აქტივობა
4 სქემის
შევსება(წყვილური)
აქტივობის მიზანი: ჩამონათვალზე დაყრდნობით მოცემული სქემის შევსება და ელექტროლიტური დისოციაციის ტოლობების შედგენა.
აქტივობის
აღწერა:
ფუძე
|
მჟავა
|
მარილი
|
|
|
|
ჩამონათვალი:Mg(OH)2, H2SO4, KNO3
მასწავლებელი
აძლევს წყვილურ დავალებას ჩამონათვალიდან ნნივთიერებებს-მიუსადაგეთ ადგილი.მერე მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით წერენ დისოციაციის ტოლობებს.
1)Mg(OH)2___>
2)H2SO4---
3)KNO3-à
აქტივობა 5 .ახალი ცოდნის კონსტრუირება
მეთოდი: სასწავლო გაჩერებები .
მუშაობის ფორმა ჯგუფური
აქტივობის მიზანი: მონაცემების ანალიზით დასკვნის გამოტანა.ინფორმაციის და იდეების ერთმანეთთან გაზიარება
,თანამშრომლობის უნარის განვითარება.
აქტივობის აღწერა: ყველა გაჩერებას აქვს ტრაფარეტი წარწერით, სადაც თითოეულ ჯგუფს
დაგხვდებათ სასწავლო რესურსები და დავალებები ინსტრუქციებით, თქვენ
უნდა იმუშაოთ ინსტრუქციების მიხედვით, შესრულებული დავალება უნდა გამოაკრათ მითითებულ ადგილზე შებრუნებული, რადგან წარმოდგენამდე არ უნდა ჩანდეს
ნამუშევარი (მივუთითებ დავალების განთავსების ადგილს). თითოეულ გაჩერებაზე მუშაობთ 3 წუთი. ჯგუფებად უკვე
დაყოფილი ხართ, I ჯგუფი დაიწყებს პირველი გაჩერებით, II ჯგუფი-მეორე გაჩერებით, III ჯგუფი
მესამე გაჩერებით, IV ჯგუფი-მეოთხე გაჩერებით. გადაინაცვლებთ სასწავლო გაჩერებებზე საათის ისრის
მიმართულებით, სამუშაო პროცესი დამთავრდება მაშინ, როცა ყველა ჯგუფი
გაივლის ყველა
გაჩერებას. თუ რაიმე
სირთულეს წააწყდებით მუშაობის პროცესში ან რამე იქნება
გაუგებარი, შეგიძლიათ მანიშნოთ ,,ცერები მაღლა-დაბლა“ საშუალებით და დაგეხმარებით.
მოსწავლეები დავალებებს ასრულებენ
ჯგუფურად. დავალებები მარტივიდან-რთულისაკენ .სულ 4გაჩერებაა.
გაჩერება
1.იონების იდენტიფიცირება
მოსწავლეებს
ურიგდებათ მინერალური წყლის,,ბორჯომის,, ეტიკეტი რის მიხედვითაც ისინი საზღვრავენ იონების შემცველობას
რომელ
იონს შეიცავს მინერალური წყალი ,,ბორჯომი,, თუ მის ეტიკეტზე არის წარწერა: ნატრიუმ, კალიუმ, ნახშირმჟავა, ქლორიდულ ჰიდროკარბონატული?
გაჩერება 2 .ელექტროლიტური დისოციაცია
კედელზე
გაკრულ ფურცელში ჩამოწერილია ელექტროლიტები:
მოსწავლეები
წერენ მათი დისოციაციის ტოლობას.
ა)Ba(OH)2 ბ)5CaCL2 გ)2H2SO4 დ)4KI ე)2Na2CO3 ვ)3CuCL2
გაჩერება 3მოსწავლეები მასწავლებლის მიერ შედგენილ ცხრილში ავსებენ გამოტოვებულ ადგილს.
რეაქციათა იონური ტოლობები
|
საერთო თვისებები
განპირობებულია
იონით
|
|
მჟავა
|
HCL-à
H2SO4-à
HI-à
|
|
ტუტე
|
NaOH-à
Ca(0H)2-à
|
|
გაჩერება 4 ექსპერიმენტი
მარტივი ექსპერიმენტის ჩატარება
და მათი შედეგების გაანალიზება
,გამოდგება თუ არა ფლომასტერის საღებავი ფუძურ-მჟავურ
ინდიკატორად.
გაატარეთ სხვადასხვა ფერის
ფლომასტერებით ქაღალდზე სქელი ზოლები და თითოეულს სოდის ხსნარი და ძმარი დააწვეთეთ.დააკვირდით.შენიშნავთ
ტუ არა რაიმე ცვლილებას?
თქვენი
აზრით,გამოდგება თუ არა ფლომასტერის საღებავი ფუძურ-მჟავურ ინდიკატორად?
თუ რომელიმე ჯგუფი
დროზე ადრე დაამთავრებს,ისინი მუშაობენ სათადარიგო მაგიდასთან .პასუხებიან
ფურცლებს მოსწავლეები გააკრავენ კლასში განკუთვნილ ადგილზე.სასწავლო გაჩერებებზე
მუშაობის პროცესში მოსწავლეებისაგან ინფორმაციას-ჭირდებათ თუ არა მასწავლებლის
დახმარება-ვღებულობ,,ცერები მაღლა-დაბლა,, საშუალებით. როცა ყველა ჯგუფი იმუშავებს
ოთხივე გაჩერებაზე,მთავრდება ინფორმაციის მიღების პროცესი
აქტივობა 6ინფორმაციის შეჯამება, სწავლის პროცესის შეფასება–თვითშეფასება
დრო-8 წთ
მეთოდი -პრეზენტაცია, მოსწავლის შეფასების რუბრიკა, თვითშეფასება
მუშაობის ფორმა-ინდივიდუალური
აღწერა: ჯგუფის შერჩეული მოსწავლეები შემოატრიალებენ ნაშრომებს და შეაჯამებენ ჯგუფის
მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას-თითო გაჩერებას: I გაჩერება-I ჯგუფი, II გაჩერება-II ჯგუფი, III გაჩერება-III ჯგუფი, IV გაჩერება-IV ჯგუფი, გადახედავენ და შეადარებენ ამავე
გაჩერების სხვა
ჯგუფის ნამუშევრებსაც. საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის დასაზუსტებლად დავუსვამ დამატებით კითხვებს და ვაძლევ განმავითარებელ შეფასებას.
ვაფასებ
მოსწავლეებს
ინდივიდუალურად
რუბრიკის
საფუძველზე.
მოსწავლეები აკეთებენ თვითშეფასებას სტიკერების
საშუალებით:
გულის
ფორმის
სტიკერზე
წერენ,
რომელი
გაჩერება
მოეწონათ
ყველაზე
მეტად
და
რატომ?
და
აკრავენ
გაჩერების
გასწვრივ,
გაჩერებების
სახელწოდებები
დაფაზეა
ჩამოწერილი.
აქტივობა:7. საშინაო დავალების მიცემა.
აქტივობის მიზანი: ტექსტში მოცემულ დავალებებსა და კითხვებზე პასუხის
გაცემა.
აქტივობა 8 ‘’გასასვლელი ბილეთები’’
აქტივობის მიზანი: შევაფასო გაკვეთილზე მიღწეული შედეგები და მოსწავლეთა
ინდივიდუალური საჭიროებები, რომელიც დამეხმარება მომდევნო გაკვეთილის უკეთ დაგეგმვაში,
მოსწავლეებს კი თვითშეფასებაში.
აქტივობის
აღწერა: მოსწავლეებს ინდივიდუალურად
ვურიგებ გასასვლელ ბილეთებს
შემდეგი კითხვარებით:
შეფასება: განმსაზღვრელი,
განმავითარებელი.
Комментариев нет:
Отправить комментарий