ეკო-კლუბი ფარშევანგი

სსიპ ქ.წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები შეხვდნენ ექიმს.ქალბატონმა მანერგომ ბავშვებს მისცა რჩევები პირველად დახმარებაზე.მათ ასევე გაიგეს წალენჯიხაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.მიიღეს ინფორმაცია გავრცელებულ დაავადებებზე.დღეს გავრცელებულ ვირუსზე H1N1 ზე.პირად ჰიგიენაზე მეტი ინფორმაცია მიიღს.ამით მათ აიმაღლეს ცნობიერება მედიცინაზე და გაიგეს მეტი რამ მასზე.ბოლოს გაიმართა დისკუსია თემაზე "სუფთა ხელები ჩემი ჯანმრთელობაა".თემამ ძალიან დააინტრესა ბავშვები.ექიმისგან მიღებული რჩევები გაუზიარეს სკოლის მოსწავლეებ.






11 დეკემბერს მთის საერთაშორისო დღე აღინიშნება. მთის საერთაშორისო დღეს საფუძველი 1992 წელს ჩაეყარა. მთებს ხმელეთის დაახლოებით ერთი მეოთხედი უჭირავს და მასზე მოსახლეობის დაახლოებით 10% ცხოვრობს. საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე მაღალი მთაა შხარა, რომელიც ზღვის დონიდან 5203 მეტრზე, მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მთასა და მთის მნიშვნელობაზე სსიპ ქ. წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრებმა ჩაატარეს სემინარი. მათ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს მთის თვისებები, საინტერესო ისტორიები და ცნობილი ალპინისტების მიერ გაზიარებული შთაბეჭდილებები. სემინარის ბოლოს შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდა და დასმულ შეკითხვებსაც ამომწურავად გაეცა პასუხი.




სსიპ ქ. წალენკიხის N 1 საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრები ესტუმრნენ მაღაზიებს პოლიეთილენის პარკებთან დაკავშირებით, რადგან ეკო კლუბის წევრებმა უამრავი პოლიეთილენის პარკებით დაბინძურებული ადგილები იხილეს, მოახდინეს მათი აღწერა და სპეცილური სამსახურისათვის გადაცემა, რომ  მომხდარიყო ამ მიდაოების დასუფთავება, რა თქმა უნდა დასუფთავებაში მონაწილეობდნენ ეკო კლუბის წევრებიც.  
ეკო კლუბის წევრებმა ერთ-ერთ გამყიდველს დაუსვეს კითხვები პოლიეთილენის პარკებთან დაკავშირებით, ისინი დაინტერესდნენ თუ რამდენად ხშირად იყო გამოყენებული პოლიეთილენის პარკები, იყო თუ არა გამოყენებაშ ქაღალდის მიერ დამზადებული პარკები. 


სსიპ ქ. წალენჯიხის N 1 საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრებმა 4 ოქტომბერს აღნიშნეს ცხოველთა დაცვის დღე, ჩაატარეს სემინარები მოსწავლეებთან ცხოველებზე, მათთან ურთიერთობებზე,  მათ გრძნობებზე და დამოკიდებულებაზე, სემინარი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა დამსწრე საზოგადოებისათვის. სემინარის შემდეგ,  ეკო კლუბის წევრებმა, ქუჩაში ნაპოვნი ორი ლეკვი გააჩუქეს მოსწავლეებზე რომელთაც სურვილი ჰქონდათ მათი წაყვანის,  ის ლეკვები ზამთარს გაატარებენ თბილ ოჯახებში და არა ცივ ქუჩებში. 
სსიპ ქ. წალენჯიხის N 1 საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრებმა, მოინახულეს ქ. წალენჯიხაში არსებული ჩაის გადამამუშავებელი ქარხანა, გაარკვიეს თუ საიდან ხდება ჩაის მოპოვება, მისი გადამუშავება, რამდენად ხდება სისუფთავის დაცვა, ასევე ჯგუფი დაინტერესდა თუ საიდან როდის მოხდა ქარხანის აგება, დასჭირვებია თუ არა მას რაიმე სახის აღდგენითი სამუშაოები, რამდენად გამართულად მუშაობს ქარხანა და არის თუ არა იგი მოქმედებაში წლის ყოველ ეპიზოდში. 
სსიპ ქ.წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრებმა, ჩაატარეს კვლევა აგროტურისტულ მეურნეობაზე, კერძოდ მეფუტკკრეობაზე. გამოიკითხა ერთ-ერთი მეფუტკრე,  ეს მეწარმე ფლობს უცხო ენას, კერძოდ რუსულს, მას გააჩნია 10 წელზე დიდი გამოცდილება, იგი, მხოლოდ თვითონ ახერხებს მათ მოვლას, ჰყავს ასამდე სკის ოჯახი, იგი აწარმოებს მიღებული პროდუქტის რეალიზებას, მისი თქმით მას არაერთხელ ჰქონია ტურისტებთან ურთიერთობა. 



სსიპ ქ. წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრებმა, მოიწვიეს, ქ. წალენჯიხის ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე პიროვნება ქალბატონი თამარ კვარაცხელია, ეკო კლუბის წევრებსა და ქალბატონ თამართამ თანამშრომლობით, მათ ერთად ჩაატარე სემინარები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში, ისაუბრეს ყველა იმ თემაზე, რომლებიც აუცილებელია ჯამრთელი მომავლისათვის, დაავადებებისაგან თავის არიდებისათვის, გაიმართა დისკუსია, მოსწავლეების მიერ დასმულ ყოველ კითხვას გაეცა პასუხი. ეს თანამშრომლობა ეკო კლუბის წევრებსა და ჯანდაცვის წარმომადგენელთან ნაყოფიერი აღმოჩნდა როგორც თვითონ წევრების ასევე სხვა მოსწავლეებისათის.

სსიპ ქ. წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრებმა ჩაატარეს კვების ობიექტების კვლევა, კერძოდ ქ. წალენჯიხის ერთ-ერთ რესტორანში.
კვლევის შედეგად გაირკვა რომ, კვების ობიექტზე დასაქმებულია ათზე მეტი მომსახურე პერსონალი, მათი უმრავლესობა ფლობს უცხო ენებს. კვების ობიექტის მომხმარებლები არიან, როგორც ქართველი ასევე უცხოელი ტურისტებიც, ოჯახები, ახალგაზრდები და ადგილობრივი მაცხოვრებლები. რესტორანი მუშაობს წელიწადის ყოველ დროს, ნებისმიერ სეზონზე. კვების ობიექტზე არის როგორ ცხელი და ცივი კერძები, ასევე დესერტიც, საკვების მოსამზადებლად ძირითადად გამოყენებულია  ადგილობრივი პროოდუქტები. კვების ობიექტი არის მყუდრო და კეთილმოწყობილი. 

სსიპ ქ.წალენჯიხის №1 საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრებმა ჩაატარეს კვლევა განთავსების ობიექტებზე.  ქ.წალენჯიხაში განთავსების ობიექტის რამდენიმე ტიპია, მაგრამ  ჯგუფმა კვლევა ჩაატარა  სასტუმროზე.  სასტუმროს მფლობელი გამოიკითხა სპეციალური განთავსების ობიექტების კვლევის კითხვარით და ჯგუფის წევრებმა გაარკვიეს რომ: როგორც სასტუმროს მფლობელი, ასევე მომსახურე პერსონალიც ფლობს უცხო ენებს. სასტუმროში დასაქმებულია 7-10 მომსახურე პერსონალი, მათი მომხმარებოები არიან როგორც ქართველი ასევე უცხოელი ტურისტებიც, ახალგაზრდები და სპორტსმენები. მართალია, რომ ყოველი სეზონის  განმავლობაში მათ სასტუმროს ჰყავს მომხმარებლები, მაგრამ განსაკუთრებით აქტიური ზაფხულის პერიოდია. სასტუმროს მომხმარებოები ძირითადად იკვებებიან ადგილობრივი პროდუქტებით, რომლებიც მზადდება სასტუმროს ქვედა სართულზე მოთავსებულ სამზარეულოში. 

სსიპ ქ. წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის მონაწილეები ესტუმრნენ თვითნასწავლ ხელოვანს. მათ იქ ნახე ქალბატონი მარინეს შემოქმედება. ქალბატონ მარინეს ბავშობიდან ჰქონდა ნიჭი და მან დროთაგანმავლობაში უფრო დახვეწა. დღეს ის სხვადასხვა ნივთებისგან ქმნის ნაკეთობებს, ის იყენებს: ქაღალდს, წებოს, ნიჟარებს და სხვა მრავალ ნივთს რაც მას გააჩნია. თითო ნაკეტობაზე დაახლოებით 1-2 დღე მუშაობს. ის ყოველ წელს ქმნის იმ ცხოველის ნაკეთობას რისი წელიც არის. ის ამ ნაკეთობებს ყიდის და გამომუშავებული ფულით ის ყიდულობს მასალას ახალი ნაკეთობებისთვის. 

სსიპ ქ. წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრებმა ჩაატარეს აგროტურისტული მეურნეობის კვლევა.  რაც ასახავდა მდგრადი განვითარების მიზანებს.
#1- არა სიღარიბეს! #2- არა შიმშლს!
ამ კვლევებმა ცხადყო რომ ადგილობრივ ფერმერებს გააჩნდათ სათანადო პრობლემები. რაიონში საქმიანობის სფეროები, მესაქონლეობა, მეფრინველეობა, მეფუტკრეობა. რადგან ფაროსანებმა ძალან დიდი ზარალი მიაყენა მოსავლიანობას. მიმდინარე აქტივობებით შესაძლებელია  მოსავლის შენარჩუნება, მაგრამ უფრო ეფექტური იქნება თუ ყველა ჩაერთვება ამ ღონისძიებაშ. ამ ყველაფერს უზრუნველყოფს ადგილობრივი მთავრობა, თუმცა ეს საკმარისი არ არის და საჭიროა ხალხის ინდივიდუალური დახმარება, ყოველგვარი უსაფრთხოების წესების დაცვით.
მოსახლეობამ უნდა შეიძინოს დამატებით საჭირო წამლები, მთავრობამ კი მოახერხოს მათი უზრუნველყოფა, ვისაც არ აქვს სახსრები. 

სსიპ ქ. წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრებმა  სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარეს სემინარი " ფიზიკური  აქტივობა ყველასთვის სასარგებლოა" და ისაუბრეს თუ რატომ არის მნიშვნელოვანი რეგულარული ფიზიკური აქტივობა, ასევე მათ ისაუბრეს ძლიერ ფიზიკურ აქტივობებზე, როგორიცაა სირბილი, კლდეზე ცოცვა, ცურვა, ეზოს თამაშები და სხვა.
მათ მოსწავლეებს მისცეს რჩევები, რომ გამონახონ დღეში 20 წუთი სასეირნოდ ან სირბილისთვის. მათ მოსწავლეებს აუხსნეს, რომ ეს აქტივობები სასარგებლოა, სახალისოა და ამასთანავე  დაიცავს მათ სიმსუქნისა და ჯამრთელობის სხვა გართულებებისაგან მომავალში.
შეხვედრის ბოლოს ჩატარდა დისკუსია. ყოველმა მოსწავლემ შეძლო დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი.


სსიპ ქ. წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჩაატარეს  სემინარი  თემაზე ჯანმრთელი ცხოვრება და ჯანსაღი კვება.  ჩვენ ყველამ ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელი ცხოვრება. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ინსულტი, დიაბეტი, კიბო, სიმსუქნე და მასთან დაკვშირებული  ჯანმრთელობის პრობლემები იმ დაავადებების მოკლე ჩამონათვალია რასაც არასწორი კვება იწვევს. სწორი კვება კი მნიშვნელოვნად ამცირებს მათი განვითარების რისკს. ისაუბრეს როგორ იკვებონ სწორად და შეადგინეს დღის რაციონი. როგორ შეზღუდონ მარილი და შაქარი. მოსწავლეებს დაურიგეს ბუკლეტები, ბოლოს წარიმართა დისკუსია.


ქ. წალენჯიხის ეკო კლუბის წევრებმა,   ქალაქში, მოახდინეს უასახლკარო ძაღლების აღვიცხვა შეძლებისდაგვარად და ინფორმაციის მიწოდება სპეციალური სამსახურებისათვის, რომლებმაც შემდეგ სათანნადო ყურადღება მიაქციეს იმ ძაღლებს რომლებიც ადამიანთა უსაფრთხოებისათვის საფრთხეს წარმოადგენდნენ, ეკო ლუბის წევრები, კვლავ აგრძელებენ ზედამხედველობას მათზე და ძაღლების აღრიცხვას. 

ეკო კლუბის წევრებმა დიდი დახმარება გაუწიეს როგორც უსახლკარო ძაღლებს და მათ ჯამრთელობას ასევე ადამიანთა უსაფრთხოებას. 
სსიპ ქ. წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის  ნ. კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილეებმა ჩაატარეს კვლევა სკოლაში სანიტარიისა და ჰიგიენის შესახებ .კვლევის ავტორები: საჯაია ჯანრი, სალომე ღვინჯილია,   კვლევის ობიექტი: ქ. წალენჯიხის N1  საჯარო სკოლა.  კვლევის ანგარიში: სკოლაში დაცულია ჰიგიენისა  და სანიტარიის ნორმები  სკოლაში ფუნქციონირებს სამი ერთეული საპირფარეშო სკოლის შიგნით და ეზოში. საპირფარეშო სუფთავდება  ყოველდღე. ქლორირება  ხდება კვირაში ერთხელ. ასუფთავებს დამლაგებლები. მიმდინარე სასწავლო წელს ჩატარდა ვირუსების საწინააღმდეგო დეზინფექცია. სკოლას აქვს ხელის დასაბანი გამდინარე წყალი. ონკანთან არის საპონი, ერთჯერადი ხელსახოცი.  ონკანის წყლითმოხმარება  ყველა მოსწავლისთვის არის შესაძლებელი. სკოლაში მოსწავლეებს ხშირად უტარდებათ   საუბრები ჰიგიენისა და სისუფთავის  შესახებ.
სსიპ ქ.წალენჯიხის N1 საჯარო სკოლი ეკო კლუბის წევრებმა, გასული წლის 24 ოქტომბერსსკოლაში აღინიშნა კლიმატისსაერთაშორისო დღე. მოსწავლეებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაშიმოეწყოსლაიდ-შოუ.სახვითი ხელოვნების მასწავლებლის ხელმძღვანელობით მოეწყო მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა
სკოლის მომავლის ოთახში ჩატარდა ჩვენება თუ როგორ მოვახდინოთ გარემოს დაცვა, რომ დავიცვათ ჩვენი დედაბუნება.
აქტივობაში ჩართული იყო  ეკო კლუბის ყველა წევრი. ჩვენების შემდეგ ჩატარდა დისკუსია.  

დღეს სსიპ ქალაქ წალენჯიხის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა კონკურსი "ჩვენ ვქმნით კრეატიულ ნაძვის ხეს".მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები.ყველა ნაძვის ხე გამორჩეულად ორიგინალური იყო,ჟიურის წევრებმა გამოავლინეს გამარჯვებული კლასები სხვადასხვა ნომინაციებში:"ყველაზე კრეატიული","კონკურსის დედოფალი","თანამედროვე ნაძვის ხე","ორიგინალური და ბავშვური","ყველაზე გემრიელი","ნაძვისხე სიმპათია". გამარჯებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ საახალწლო საჩუქრებით, რომლებიც მათ ეკო კლუბის წევრებმა გადასცეს.

  დღე ავტომობილის გარეშე
                                                                                   22 სექტემბერი.

ავტომობილი  დაბინძურების ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა, მისი გამონაბოლქვი დიდ ზიანს აყენებს გარემოს სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, გამონაბოლქვით აბინძურებს ჰაერს და ამატებს უამრავ ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებას რომელიც საციცოცხლოდ საშიშია ჩვენთვის. რაც უფრომეტი მანქანა დადის ქუჩებში, მით უფრო დაბინძურებიულ ჰაერს ვსუნთქავთ, შესაბამისად ნაკლები მანქანა ჯანსაღი ცხოვრების უდავო გარანტია. 22 სექტემბერი მსოფლიოში გამოცხადებულია დღედ ავტომობილების გარეშე, ჯგუფმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა სემინარი ავტომობილებზე და მათ გამოწვეულ დაზიანებებზე გარემოში, მათ ლექციები წაუკითხეს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებს, ვუბიძგეთ  მათ ჯანსაღი ცხოვრებისაკენ,ვურჩიეთ გადასაადგილებლად გამოეყენებინათ ველოსიპედი,შემდეგ დღეს კი სკოლის ველოსადგომზე უამრავი ველოსიპედი იდგა, ეს ფაქტი  აშკარა შედეგი იყო ჯგუფის მიერ ჩატარებული სემინარის.

სსიპ ქ.წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ ‘’ფარშევანგის’’ წევრებმა შეხვედრა გამართეს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელ, ბატონ ოთარ მიქავასთან. მათ ერთად განიხილეს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ხერხები კერძოდ, ეკოკლუბის წევრებს აინტერესებდათ: 1.რომელი ადგილებიდან დაიწყო აზიური ფაროსანას შეწამვლა? 2. როგორ უნდა ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას სახლის პირობებში? 3. რა მეთოდებით ხორციელდება სათანადო ღონისძიებები? 4. რა სახის პრეპარატებია რეკომენდირებული? 5. არის თუ არა მოსახლეობა ინფორმირებული პესტიციდების უსაფრთხოების ნორმების შესახებ? ბატონმა ოთარმა ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხა და შეხვედრის ბოლოს, ეკოკლუბის წევრებს საჩუქრად გადასცა ბუკლეტები სახელწოდებით: ‘’ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას’’


.22 მაისს ქალაქ წალენჯიხის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა ლექცია-სემინარი ბიომრავალფეროვნებისა და მისი დაცვის მნიშვნელობის თემაზე, მიზანი იყო, რომ მოსწავლეებს დამატებითი ინფორმაცია მიეღოთ ამ დღის შესახებ და გაეცნოთ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ არსებათა სახეობები და გამოეთქვათ აზრები ამ პრობლემის აღმოფხვრის გზებზე, რაღა თქმა უნდა, გამოსავალს მოსწავლეები დაცული ტერიტორიების სამუშაო სისტემის გაძლიერებასა და მოსახლეობის ინფორმირებაში ხედავენ. გაკვეთილს წარმართავდა გუნდის ლიდერი გიორგი ღვინჯილია რომელმაც ძალიან დააინტერესა თანაკლასელები ახალი ინფორმაციების გაცნობით.მოსწავლეები გაეცნენ ბუნებრივ რესურსებს და მათი მდგრადი განვითარების მნიშვნელობას. ჩვენი სამშობლოსთვის დამახასიათებელია ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება, მრავალი სახეობის ენდემური მცენარე თუ სხვა სახის ცოცხალი არსება და სწორედ ამიტომ, საქართველო, როგორც კავკასიის ნაწილი შედის ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის 200 გლობალურ ეკორეგიონის ნუსხაში. მიუხედავად ამ ფაქტორებისა და მრავალფეროვანი გარემოსი, ყოველდღიურად ისევე როგორც მთელს მსოფლიოში , ასევე საქართველოშიც, ბუნება და ცოცხალ ორგსსიპ ქ. წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ ‘’ფარშევანგის’’ წევრები 22 მაისს ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის ფარგლებში იმყოფებოდნენ პარკში, სადაც მოხდა ფრინველებზე დაკვირვება. მოსწავლეები გაიყვნენ ჯგუფებად. ფრინველებზე დაკვირვება გაგრძელდა ერთ საათს. მოსწავლეებმა დაკვირვების შედეგები შეაჯამეს და ფრინველთა საერთო რაოდენობა ჩაწერეს ცხრილის გვერდით არსებულ სპეციალურ უჯრაში.ანიზმთა სამყარო ყოველდღიურად განიცდის ისეთ ანთროპოგენულ ზემოქმედებას, რომელიც ქმნის ამ ორგანიზმთა გადაშენების საფრთხეს, თანდათან კი ეს საფრთხე რეალობად იქცევა. სწორედ ამან გამოიწვია მრავალი სახეობის არსების გადაშენება და გადაშენების პირას მყოფთა დასაცავად მრავალი კამპანიის წამოწყება, სწორედ ამ საფრთხის ზრდამ გახადა აუცილებელი ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღედ 22 მაისის გამოცხადება, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით 2000 წლიდან აღინიშნება.გაიმართა დისკუსია. ჩამოთვალეს ჩვენს რეგიონში არსებული ყველა ბუნებრივი რესურსი, რაც ტურისტებისთვის შეიძლება იყოს საინტერესო . გაკეთებული პრეზენტაციის ფონზე მოსწავლეებმა ისაუბრეს ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობის შესახებ დააჯგუფეს რესურსები ორგანულ და არაორგანულად . წალენჯიხა არც ისე მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, ამოტომ,რაც შეიძლება გონივრულად უნდა გამოვიყენოთ დღეს ჩვენთ ხელთ არსებული რესურსები. ყველა მოსწავლეს დაურიგდა სათანადო მასალები,რის საფუძველზეც მათ დაინახეს თუ რამდენად მდიდარია საქართველო ბუნებრივი რესურსებით. მოსწავლეებმა გაიაზრეს მათი დაცვის და რაციონალურად გამოყენების მნიშვნელობა. მოსწავლეებს შეეძლებათ დაახასიათონ საქართველოში არსებული ბიომრავალფეროვნება და ბუნებრივი რესურსები. გააცნობიერებენ არსებულ პრობლემებს და მდგრადი გამოყენების მნიშვნელობას. ეკო-კლუბის წევრები მზად არიან თავისუფალი გაკვეთილების წევრებთან ერთად, ერთობლივი ძალებით განაგრძონ ბრძოლა კონკურსში წარმატების მისაღწევად


სსიპ ქ. წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ ‘’ფარშევანგის’’ წევრები 22 მაისს ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის ფარგლებში იმყოფებოდნენ პარკში, სადაც მოხდა ფრინველებზე დაკვირვება. მოსწავლეები გაიყვნენ ჯგუფებად. ფრინველებზე დაკვირვება გაგრძელდა ერთ საათს. მოსწავლეებმა დაკვირვების შედეგები შეაჯამეს და ფრინველთა საერთო რაოდენობა ჩაწერეს ცხრილის გვერდით არსებულ სპეციალურ უჯრაში

სსიპ ქ.წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრებმა მოაწყვეს შეხვედრა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის უფროსთან, ბატონ დავით მოლაშხიასთან. როგორც ცნობილია დედამიწაზე ყველას უნდა მიუწვდებოდეს ხელი უსაფრთხო სასმელ წყალზე. ამ მიზანთან მიმართებაში სკოლის კლუბმა ბატონ დავითთან განიხილეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა წყლის მდგრადი მართვა და სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა. ბატონმა დავითმა წყლის გაწმენდის ტექნოლოგიების შესახებ აგვიმაღლა ცოდნა. დასვეს საჭირბოროტო კითხვები, რომლებზეც მიიღეს დამაკმაყოფილებელი პასუხები. მომავალში დაიგეგმა წყლის ლაბორატორიული კვლევის ჩატარება.
.
24 ოქტომბერი კლიმატის ცვლილების საერთაშორისო დღეა.
კლიმატის შენარჩუნება აქტუალური პრობლემაა. გლობალური დათბობა და სხვა უამრავი სტიქიური უბედურება სწორედ კლიმატის ცვლილებასთანაა დაკავშირებული. ამ პრობლემის წარმოქმნა ადამიანების საქმიანობის მიერ წარმოქმნილი სათბური გზების კონცენტრაციის ზრდაა, რაც მომავალში უდიდეს პრობლემად იქცევა. კლიმატის ცვლილების საერთაშორისო დღის არსებობა ხელს უწყობს მოსახლეობის ცოდნის გაღრმაებას ამ თემასთან დაკავშირებით, რაც ახლანდელ სიტუაციას გაუარესებისაგან იხსნის. სწორედ ამის გამო, საქართველომაც აიღო ვალდებულება, რომ გაატარებდა საჭირო პოლიტიკას, რაც ხელს შეუშლიდა სათბური გაზების ემისიას.
 არავინ იცის, როდის და რა გართულებას თუ კატასტროფას გამოიწვევს ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ახლაა კლიმატთან დაკავშირებით, მაგრამ ყველა ადამიანმა უნდა აიღოს ვალდებულება და ხელი შეუშალოს მდგომარეობის გაუარესებას. არ მოვჭრათ ხეები და ქიმიურად არ დავაბინძუროთ გარემო! მხოლოდ ამას შეუძლია ოდნავ მაინც შეამსუბუქოს ან არ გააუარესოს არსებული მდგომარეობა.


არა მოწევას!
მოწევა XXI საუკუნის ერთ-ერთი უმთავრესი და ურთულესი გამოწვევაა, დღეს დღეობით უამრავი ადამიანი იტანჯება მოწევისაგან გამოწვეული დაავადებებით და ათასობით ადამიანი იღუპება მოწევის გამო, არსებობს უამრავი ორგანიზაცია, რომლებიც უზრუნველყოფენ მოწევისათვის თავის მინებებას, და სრულ რეაბილიტაციის კურსს, მაგრამ ჩნდება კითხვები, რამდენად ეფექტურია ეს ორგანიზაციები? რადგან მოწევისაგან გამოწვეული სიკვდილიანობა არ კლებულობს, არამედ კიდეც იზრდება.
ადამიანის სიცოცხლე არ ღირს ერთი ყუთი სიგარეტისათვის, ქვეყანას, როგორიც საქართველოა, არათუ სიგარეტის კვამლით გაბრუებული და დაავადებული ახალგაზრდობა, არამედ, მებრძოლი, შეუპოვარი, ჯანმრთელი და ნიჭიერი თაობა სჭირდება. 
არა მოწევას! ნიშნავს ახალ ბედს მომავლისათვის.
სტატიის ავტორი: ანი კვარაცხელია.

გენდერული თანასწორობა- ეს თემა ყოველთვის იჩენდა თავს საზოგადოებაში, თუმცა, დღესდღეობით ეს საკითხის ძალზედ გავრცელებულ და საკამათო თემას წარმოადგენს ყველა ასაკის წარმომადგენლებისათვის. დამოკიდებულება კი ამ საკითხისადმი ასეთია: ადამიანთა უმრავლესობა მხარს უჭერს გენდერული თანასწორობის საკითხს. 
საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის აზრით, გენდერული თანასწორობის საკითხი გამოწვეულია ევრო-ატლანტიკურსივრცეებში ქვეყნის ინტეგრაციის შედეგად. მაგრამ ეს მოსაზრება სიმართლეს არ შეესაბამება.
ქალის სრულფასოვნების საკითხი ძალზედ რთული დასამტკიცებელია საზოგადოებაშ, ამ საკითხის დამტკიცებას უამრავი საჯარო „ბრძოლა“ ესაჭიროება. მაგრამ ის რომ ჯერ კიდევ 100 წლის წინ საქართველოს პირველი დემოკრატიული მთავრობის შემადგენლობაში 3 ქალი შედიოდა მრავლის მომასწავლებელია ყოველი ჩვენთაგანისათვის.  ეს საკითხის ასახავს საქართველოს ცივილიზებურ აზროვნებაზე შორეული წარსულიდანვე. 
მრავალი ჩატარებული კვლევა ასაბუთებს იმ ფაქტს რომ ქალისროლი და შესაძლებლობები საჯარო სამსახურებში ჯერ კიდევ ვერ უთანაბრდება მამაკაცების როლს, რაც გენდერული უთანასწორობის აშკარა მაგალითია.
ქალები ოდიდგანვე იბრძოდნენ ყოველ სფეროში და აღწევდნენ წარმატებებს. ქალები არაინ სრულფასოვები ისევე როგორც კაცები, და შეიძლება ითქვას მათზე მეტადაც კი. არ არსებობს თემა რაშიც შესაძლოა ქალი და კაცი გამოიყოს, იქნება ეს ბრძოლა, პოლიტიკა, თუ სხვა მრავალი რამ.
 ძველ ეგვიპტეში ყველა ქალს შეეძლო დაედო საქმიანი გარიგება და ხელშეკრულებაჰქონოდა საკუთრება ან მოწმედგამოსულიყო სასამართლოში.
წმინდა მამათა სწავლებისა და თანამედროვე მართლმადიდებელი თეოლოგების ნაშრომების მიხედვითრომელთა ანალიზიერთმნიშვნელოვნად ცხადყოფსრომ სწორედ იესო ქრისტე იყო პირველი იმ ეპოქაშივინც ქალების მიმართ პატრიარქალურიდამოკიდებულებებისა და წარმოდგენების გადაფასება დაიწყორაც სახარებისეულ ტექსტებშიც არაერთხელ დასტურდება.
სტატიის ავტორი ანი კვარაცხელია.
 როგორც ვიცით შავი ზღვა სატრანსპორტო და ტურიზმის განვითარების მთავარი გზაა.  დღეს  საქართველოში მისი დღე 31 ოქტომბერს აღინიშნება. და რატომ ავღნიშნავთ ამ დღეს? რადგან ეს ზღვა არის ჩვენი ინდუსტრიის მთავარი აღმაშენებელი. 
ქ. წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრები ჩაერთო 31 წლის მცირე აქტივობაში, რითაც წვრილი შეტანილ იქმნა ამ დღის აღნიშვნაში.  
ჯგუფის ფევრები ფლობენ ინფორმაციას რომ  ანაკლიაში შენდება ახალი პორტი, რომელიც განაპირობებს  ეკონომიკის მზარდ განვითარებას. ჩვენ მისგან უნდა მივიღოთ საჭირო მატერიალები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას. 
ასევე გვაქვს ფოთის პორტი. ეს არის მიზნის მიღწევის მთავარი პრიორიტეტი.
მდგრადი განვითარების მიზნებში განსაზღვრავენ წყალქვეშა სიცოცხლის მართვასა და დაცვის ზომებში ეფექტურად ვმართოთ ბუნებრივი რესურსები. გლობალურად შევამციროთ საწარმოო ნარჩენები.


ქ. წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრები და სხვა მოსწავლეები ესტუმრნენ რაჭის ღირშესანიშნაობებს,  აღწერეს რამდენიმე დაბინძურებული ადგილი, რომლებიც გზა და გზა შეხვდათ და დაასუფთავეს ისინი, ესტუმრნენ ნიკორწმინდის ტაძარს, მწვანე ტბას და ასევე სხვა უამრავ, ულამაზეს ადგილებს. ვიყავით მთის რაჭაშ, მთის რაჭა მდებარეობს მდინარე რიონის სათავისა და გლოლის ან ჭანჭახის წყლის შორის. იგი მოქცეულია კავკასიონის მთავარი ქედისა და შოდა-კედელას ქედს შორის და თავისი საშუალო სიმაღლით 3800 მეტრს აღემატება ზღვის დონიდან. მთის რაჭა შემოზღუდულია მაღალი მთებით: ფასისმთა — 3786 მეტრი, გეზე — 3870 მეტრი, ლაბო და წითელი — 4317 მეტრი, წიხვარგა — 4137, ბურჯულა — 4356, შოდა — 3607 მეტრი და სხვა. აქ წლის განმავლობაში ცივი ამინდებია (წლის საშუალო ტემპერატურა 50-ია, ზამთარი კი ძლიერ ცივია და თოვლიან-ყინვებიანი. იანვრის ტემპერატურა (-120)-დან (-180)-დე, გაზაფხული გვიან დგება, შემოდგომა ადრე. ზაფხული გრილია და მოკლე.მთის რაჭა XV საუკუნემდე ეკუთვნოდა სვანეთს. ის შედგება სამი სოფლისაგან: ღები (1500 მეტრი), ჭიორა (1500 მეტრი) და გლოლა (1400 მეტრი). მთიან რაჭაში ბევრი კოშკი იდგა. ვიყავით ყინულის გამოქვაბულში,  რომელიც ძალზედ საინტერესო აღმოჩნდა. 


ქ. წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრები მონაწილეობდნენ “I see you” ორგანიზაციის მიერგანხორციელებულ ბანაკშირომელიც გაიმართა ანაკლიაშიბანაკის მათ უტარდებოდათ სემინარები ეკოლიაგიაზე ბანაკშიყოფნისასმონაწილეებს ყოველდიურად უწევდა მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებარაშიც აქტიურადმონაწილეობდნენ მათი გუნდის წევრებიორგანიზაცია "I see you” და მათი სკოლა უკვე ორი წელიარაცთანამშრომლობენგუნდის წევრები აქტიურად ღებულობენ მონაწილეობასამ ორგანიზაციის მიერ განხორციელებულბანაკებსა თუ პროექტებში.

სსიპ ქ. წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრებმა მოიწვიეს საამეგრელო ზემო სვანეტი  ლამზირა კეკელია. ქალბატონი ლამზირა გაესაუბრა ბავშვებს ტყის მნიშვნელობაზე. ბავშვებს საშვალება ჰქონდათ დაესვათთთ კითთხვები და მიეღოთ სასუღველი ინფორმაცია ქალბატონი ლამზირასაგან. გაიმართა საინტერესო დისკუსია. ბავშვები ინფორმირებულ იქნენ სამეგრელო ზემო სვნაეთის  ხე ტყის მდგომარეობასთან დაკავშირებით. უამრავი მოსწავლე დაინტერესდა ამ პროფესიით და რამდენიმე დაფიქრდაა მომავალ პროფესიაზე, რადგან თითეული ჩვენგანის მოვალეობაა ბუნების დაცვა. 






.


Комментариев нет:

Отправить комментарий