გაკვეთილი#1
გაკვეთილისთემა: ნიკოკეცხოველისსასკოლოპრემია
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები
იცნობენ კონკურსის მიზნებს, კონკურსში ჩართვის პირობებს, აცნობიერებენ სკოლის გუნდის
შექმნისა და პორტალზე forestry.ge
რეგისტრაციის გავლის მნიშვნელობას.
ხანგრლივობა:
1 სთ
თემა/საკითხი
|
მეთოდი
|
აქტივობის აღწერა
|
საჭირო რესურსი
|
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია
პორტალი-forestry.ge
ქულების დაგროვების სისტემა
|
პრეზენტაცია
კითხვა- პასუხი
პრაქტიკული მუშაობა
|
მასწავლებელი პპპ პრეზენტაციის მეშვეობით აცნობს კონკურსში ჩართვის პირობებს.
ყურადღებას ამახვილებს რომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:
·
სკოლის გუნდის შექმნა;
·
რეგისტრაციის გავლა პორტალზე-forestry.ge კონკურსის
განყოფილებაში;
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს პორტალს ,,საქართველოს სატყეო პორტალი“
რეგისტრაციის გავლის წესებს, როგორ ხდება ავტორიზაცია, მასალების დამატება;
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს ქულების დაგროვების სისტემას;
ასევე როგორ უნდა გაშუქდეს ნებისმიერი აქტივობა მედიაში დამოუკიდებლად
და მომზადდეს საპროექტო წინადადება სათემო ეკოტურისტული სერვისების განვითარებისათვის.
მოსწავლეები რეგისტრირდებიან პორტალზეforestry.ge, ამ დროს პრაქტიკულად
ეცნობიან გასავლელ ეტაპებს.
|
კომპიუტერი
ინტერნეტი
პროექტორი
პპპ პრეზენტაცია
|
გაკვეთილისბოლოსმასწავლებლისმიერმომზადებამიღებულიშედეგებისრეზიუმედააიტვირთებაპორტალზეforestry.ge
გაკვეთილი#2
გაკვეთილისთემა: ბუნებრივირესურსებიდამათიმნიშვნელობა
გაკვეთილისმიზანი:
მოსწავლეებსშეეძლებათ დაახასიათონ საქართველოში არსებული
ბიომრავალფეროვნება და ბუნებრივი რესურსები. გააცნობიერებენ არსებულპრობლემებს და მდგრადი
გამოყენების მნიშვნელობას.
ხანგრლივობა:
1 სთ
თემა/საკითხი
|
მეთოდი
|
აქტივობის აღწერა
|
საჭირო რესურსი
|
ბიომრავალფეროვნება;
ბუნებრივი რესურსები და მათი მდგრადი გამოყენების მნიშვნელობა;
|
გონებრივი იერიში
პრეზენტაცია
განხილვა
დისკუსია
|
მისალმების შემდეგ მასწავლებელი
მოსწავლეებს გააცნობს გაკვეთილის თემას.
·
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს ჩამოთვალონ მათ რეგიონში
არსებული ყველა ის ბუნებრივი რესურსი, რაც ტურისტებისათვის შეიძლება იყოს საინტერესო.
·
მასწავლებელი დაფაზე აჯგუფებს მოსწავლეთა მიერ დასახელებულ
რესურსებს, დაფის ერთ მხარეს ორგანულს (მაგალითად: მცენარეები, ცხოველები) და დაფის
მეორე მხარეს არაორგანულს (მაგალითად: ტბა, ჩანჩქერი, მღვიმე, მთა და ა.შ.).
·
მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს პრეზენტაციას
ბუნებრივი რესურსების და მათი მნიშვნელობის შესახებ.
·
გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს
საქართველოს დაცული ტერიტორიების და წითელი
ნუსხის ობიექტების ჩამონათვალს და აძლევს საშინაო დავალებას:
·
შეადარონ გაკვეთილის დასაწყისში მათ მიერ დასახელებული
ობიექტები არის თუ არა აღნიშნულ ჩამონათვალში;
·
მოიძონ
თითოეული კატეგორიიდან მათთვის სასურველ თითო ობიექტზე ინფორმაცია;
შეჯამება:
აღნიშნული აქტივობებიდან გამომიდნარე მოსწავლეებს
საშუალება ეძლევათ დაინახონ თუ რამდენად მდიდარია საქართველო ბუნებრივი რესურსებით,
მათ შორის, მსოფლიო მნიშვნელობის ობიექტებით. გაიაზრონ მათი დაცვის და რაციონალურად
გამოყენების მნიშნვნელობა.
|
დაფა, ცარცი
ფლიპჩარტი
მარკერები, კომპიუტერი
პროექტორი
თაბახის ფურცლები
სკოჩი
|
გაკვეთილისბოლოსმასწავლებლისმიერმომზადებამიღებულიშედეგებისრეზიუმედააიტვირთებაპორტალზეforestry.ge
გაკვეთილი#3
გაკვეთილისთემა: ეკოტურიზმი
გაკვეთილისმიზანი:
მოსწავლეებიგააცნობიერებენ,როგორ შეიძლება დასვენება
და გართობა ბუნებასთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან იყოს კავშირში; შეძლებენ ეკოტურიზმისგანმარტებას; განსაზღვრავენ
ტურისტული საქმიანობების შედეგებს.
ხანგრლივობა:
1 სთ
თემა/საკითხი
|
მეთოდი
|
აქტივობის აღწერა
|
საჭირო რესურსი
|
თემატიკა: ეკოტურიზმის განსაზღვრება,ეკოტურიზმის სახეობები, ეკოტურისტული პრინციპები;
|
გონებრივი იერიში
მუშაობა
მცირე ჯგუფებში
განხილვა
დისკუსია
პრეზენტაცია
მინი-ლექცია
კითხვა/პასუხი
შეჯამება
|
მისალმების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს გაკვეთილისთემას:
ეკოტურიზმი
·
მასწავლებელი დაფაზე წერს სიტყვას -ეკოტურიზმი და ეკითხება მოსწავლეებს რა
ახსენდებათ სიტყვა ეკოტურიზმზე; პასუხებს აფიქსირებს დაფაზე. აჯამებს პასუხებს და
ეუბნება მოსწავლეებს, რომ გაკვეთილის ბოლოს საბოლოოდ მათ უნდა შექმნან ეკოტურიზმის
განმარტება.
·
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს წარმოიდგინონ თავი დასასვენებლად მყოფი ტურისტების როლში.
·
მასწავლებელი მოსწავლეებს ინდივიდუალურად ურიგებს
ფერად ბარათებს. თითოეულ ბარათზე დატანილია
კონკრეტული აქტივობა, ასევე ბარათს აქვს ჯგუფის ნომერი. (რაოდენობას მასწავლებელი
არეგულირებს მოსწავლეთა რაოდენობისა და ჯგუფის ზომის მიხედვით)
ფერად ბარათებზე დასაწერი აქტივობები: სულ 20 აქტივობა
I.
წითელი/
აქტივობები:
·
რაფტინგი მდინარე არაგვზე;
·
ვახშამი სოფელ ველისციხეში საოჯახო რესტორანში;
·
კვადროციკლით გასეირნება ბაკურიანში;
·
ველოტური ატენის ხეობაში;
II.
ყვითელი/აქტივობები:
·
ბათუმის მაკდონალდსში
ვიზიტი;
·
თელავის აგრარულ ბაზარში საყიდლებზე წასვლა;
·
სოფელ სვირში საოჯახო მარანში სტუმრობა;
·
საცხენოსნო
ტური წალკაში;
III.
მწვანე/აქტივობები:
·
ანაკლიაში სასტუმროს აუზთან გარუჯვა;
·
ახალქალაქში ტბების დაჭაობებაზე გამართულ კონფერენციაზე
დასწრება;
·
შემეცნებითი
ტური სოფელ საგურამოს აგრომეურნეობაში;
·
ჯიპტური მდინარე ძამას ხეობაში;
IV.
თეთრი/აქტივობები:
·
შეემცნებითი ტური ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში;
·
ვიზიტი სტალინის მუზეუმში;
·
ლაშქრობა ტობავარჩხილის ტბაზე;
·
დაივინგი გონიოს სანაპიროზე;
V.
თეთრი/აქტივობები:
·
შეემცნებითი ტური ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში;
·
ვიზიტი სტალინის მუზეუმში;
·
ლაშქრობა ტობავარჩხილის ტბაზე;
·
დაივინგი გონიოს სანაპიროზე;
·
თითოეულმა
მოსწავლემ ბარათზე დატანილი ჯგუფის ნომრის მიხედვით უნდა მოძებნოს თავისი ჯგუფი.
მასწავლებელი ამ პრინციპით კლასს ყოფს მცირე ჯგუფებად და სთხოვს ჯგუფებს დასხდნენ
წრეში.
·
მოსწავლეებმა
ჯგუფში უნდა დაახარისხონ აქტივობები ორი კრიტერიუმის მიხედვით: რომელია შედარებით
ეკოლოგიურად უსაფრთხო აქტივობა და რომელი აქტივობა ახდენს დადებით ზეგავლენას ადგილობრივ
თემზე. (მაგ: აქტივობა - მაჭახლობის დღესასწაულზე დასწრება- დადებით ზეგავლენას ახდენს
ადგილობრივ თემზე. მოსწავლეები აფასებენ აქტივობებს, მსჯელობენ და ალაგებენ მასწავლებლის
მიერ მიცემული ინსტრუქციის მიხედვით.
·
მასწავლებელი ფლიპჩარტზე ამზადებს ცხრილს სამი კატეგოორიით.
1.
ეკოლოგიურად უსაფრთხო;
2.
მოსახლეობისთვის სარგებლის მომტანი;
3.
არც ერთი.
·
სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფიდან ერთი წარმომადგენელი
გამოდის დაფასთან და ცხრილში მითითებულ კატეგორიებში აჯგუფებს მათ მიერ არჩეულ შესაბამის
აქტივობებს;
·
შემდეგ
მასწავლებელი აკეთებს განმარტებას, რომ ეკოტურისტული მოგზაურობა აუცილებლად უნდა
მოიცავდეს ორივე კომპონენტს - გარემოს დაცვას და სარგებელს ადგილობრივებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსწავლეებს ავალებს
5 წუთის განმავლობაში ჩამოაყალიბონ ეკოტურიზმის განმარტება გაითვალისწინონ უკვე მიღებული
გამოცდილება და გამოიყენონ ის ასოციაციური სიტყვები, რომლებიც გაკვეთილის დასაწყისში
დაასახელეს.
·
სამუშაოს
დასრულების შემდეგ თითოეული ჯგუფიდან ერთი
მოსწავლე წარადგენს ეკოტურიზმის განმარტების მათ ვარიანტს;
·
საბოლოოდ
მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს პრეზენტაციას ეკოტურიზმის არსის, მისი სახეობების
და პრინციპების შესახებ, აჯამებს გაკვეთილს და ხაზს უსვამს, დასვენება და გართობა
როგორ შეიძლება იყოს კავშირში ბუნებასათან და ადგილობრივ მოსახლეობასთან.
|
დაფა, ცარცი
ფერადი ბარათები
ფლიპჩარტი
ფლიპჩარტის მარკერები კომპიუტერიპროექტორი
თაბახის ფურცლები
სკოჩი
პპპ-პრეზენტაცია
|
გაკვეთილისბოლოსმასწავლებლისმიერმომზადებამიღებულიშედეგებისრეზიუმედააიტვირთებაპორტალზეforestry.ge
გაკვეთილი#4
გაკვეთილისთემა: რუკებისადასანავიგაციოსისტემებისროლიტურიზმში
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები
გაეცნონ რუკებისა და სანავიგაციო სისტემების მნიშვნელობას ტურისტული პროდუქტების დაგეგმვის
პროცესში; პრაქტიკულად ასრულებენ მცირე სავარჯიშოს.
ხანგრლივობა:
1 სთ
თემა/საკითხი
|
მეთოდი
|
აქტივობის აღწერა
|
საჭირო რესურსი
|
რუკებისა და სანავიგაციო სისტემების მნიშვნელობა გარემოს შესაწავლის
და ეკოტურსტული პროდუქტების დაგეგმვაში
|
პოვერპოინტის პრეზენტაცია
კითხვა-პასუხი
პრაქტიკული დავალება
მცირე ჯგუფებში
პრეზენტაცია
|
მასწავლებელი გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს პოვერპოინტის პრეზენტაციის მეშვეობით
აცნობს რუკების და სანავიგაციო სისტემების მნიშვნელობას ტურისტული პროდუქტის შესაქმნელად;
·
მასწვლებლის მიერ მიცემული ინსტრუქციის შემდეგ მოსწავლეები
გადმოწერენ GPS სისტემის
აპლიკაციას (მობილურში ან პლანშეტში);
·
მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს მცირე ჯგუფებად და
აძლევს დავალებას სკოლის ეზოში, ან მის მიმდებარე მცირე ტერიტორიაზე პრაქტიკულად
გამოსცადონ GPS სისტემა;
·
მოსწავლეები წარადგენენ დავალების შესრულების პროცესის
დასკვნებსა და შედეგებს;
·
გაკვეთილის ბოლო ნაწილშიმოსწავლეებსა და მასწავლებელს
კომპიუტერში გადააქვთ შეგროვილი მონაცემები.
შეჯამება:
აღნიშნული გაკვეთილი მოსწავლეებს საშუალება აძლევს
გაეცნონ რუკებისა და სანავიგაციო სისტემების როლს; პრაქტიკულად გამოსცადონ GPS სისტემა.
შესასრულებელი დავალების აღწერა:
მოსწავლეთა ჯგუფმა მცირე ტერიტორიაზე (დაახლოებით
1კმ) ქვეითად უნდა გაიარონ რაიმე მარშრუტი ჩართული GPS სისტემით.
მაგალითად: სკოლის ეზოში მდებარე ხიდან სტადიონის
გავლით სოფლის ცენტრამდე, შემდეგ წყაროს ტერიტორიის გავლით, აფთიაქიდან შემოვიდნენ
სკოლის უკანა ეზოში.
რჩევა:ხელსაწყო რომელშიც
ჩართულია GPS სისტემა არ
გედოთ ჯიბეში ან ჩანთაში. იგი შეძლებისდაგვარად უნდა იყოს ღია სივრცეში.
|
კომპიუტერიპროექტორი
GPS სისტემის მქონე ხელსაწყო.
თაბახის ფურცლები
სკოჩი
|
გაკვეთილისბოლოსმასწავლებლისმიერმომზადებამიღებულიშედეგებისრეზიუმედააიტვირთებაპორტალზეforestry.ge
გაკვეთილი#6
გაკვეთილისთემა: ტყისრეკრეაციულიმარშრუტებისრუკა, როგორცეკოტურიზმისგანვითარებისადასერვისებისმიწოდებისინსტრუმენტი
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებს
ეცოდინებათ ტყის რეკრეაციული რესურსების ელექტრონულ რუკის არსი და მნიშვნელობა; შეძლებენ
რუკის მეშვეობით სხვადასხვა პრაქტიკული ამოცანების შესრულებას და ახალი ტურისტული პროდუქტების
ელექტრონულ რუკაზე განთავსებას.
ხანგრლივობა:
1 სთ
თემა/საკითხი
|
მეთოდი
|
აქტივობის აღწერა
|
საჭირო რესურსი
|
ტურისტული ღირშესანიშნაობები
ტურისტული მარშრუტების რუკა;
მისი ფუნქციები და მოხმარების წესები;
ელექტრონულ რუკაზე სხვდასხვა სახის ტურისტული ობიექტების დატანის თავისებურებები;
|
გონებრივი იერიში
პრეზენტაცია
კითხვა/პასუხი
მუშაობა
მცირე ჯგუფებში
პრაქტიკული სამუშაო
პრეზენტაცია
შეჯამება/
კითხვა,პასუხი
|
მასწავლებლი სთხოვს მოსწავლეებსთითოეულმა დაასახელოს მათ რეგიონში არსებული
თითოტურისტული ღირშესანიშნაობა (სასურველია როგორც კულტურული, ისე ბუნებრივი ობიექტები).
მოსწავლეები ასახელებენ მასწავლებელი აფიქსირებს დაფაზე;
კეთდება ჩამონათვალი.
მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს პრეზენტაციას ორ ნაწილად. პირველ ნაწილში აჩვენებს:
https://drive.google.com/open?id=1n2sp-gOL_gWYIh2z0bQX5s48d4U&usp=sharingბმულზე განთავსებულ
საქართველოს ტურისტული მარშრუტების რუკას, უხსნის მის ფუნქციებს და მოხმარების წესებს.
მასწავლებელი მოსწავლეებსყოფს წყვილებად და სთხოვს მათ თავად მოძებნონ ზემოთ დასახელებული ობიექტები
აღნიშნულ რუკაზე. ობიექტებს, რომლებიც ხვდება რუკაზე დატანილ რომელიმე მარშრუტში
დაფაზე არსებულ ჩამონათვალში უწერენ პლიუსს,
ხოლო ობიექტებს, რომლებიც არცერთ ტურისტულ მარშრუტში არ არის შეტანილი აღნიშნავენ
მინუსით.
პრეზენტაციის მეორე ნაწილში მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს google.com/maps-ის ელექტრონულ რუკაზე სხვდასხვა სახის ტურისტული ობიექტების დატანის
თავისებურებებს.
საბოლოოდ მოსწავლეებს თავად დააქვთ ელექტორნულ რუკაზე ყველა ის ობიექტი, რომლის
გასწვრივ დაფაზე დაიწერა მინუსი.
შეჯამება:
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს და ხაზს უსვამს თუ
რა ისწავლეს მათ, რით იყო საინტერესო ეს გაკვეთილი, რა აღმოჩენები გააკეთეს, რაში
გამოადგებათ ცხოვრებაში ეს ცოდნა;
ასევე ამატებს, რომ აღნიშნული აქტივობებიდან გამომიდნარე
მოსწავლეებს ელექტორნული რუკის მეშვეობით საშუალება ეძლევათ გაეცნონ ქვეყნის მასშტაბით
გამოკვლეულ ტურისტულ მარშრუტებს, დაინახონ რამდენად დატვირთულია ამ მხრივ მათი რეგიონი
და რამდენად ხვდება ამ მარშრუტებში მათთვის ცნობილი ტურისტული ღირსშესანიშნაობები
და საბოლოოდ თავად დაიტანონ რუკაზე ის ობიექტები,
რომლებიც მათ მიაჩნიათ გამორჩეულად და რომლებიც არ ხვდება არც ერთ უკვე გამოკვლეულ
მარშრუტში.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში,
თუ მოსწავლეთა მიერ ჩამოთვლილი ყველა ობიექტი უკვე შესულია სხვადასხვა ტურისტულ მარშრუტში
და დაფაზე მათ წინ ყველას დაესვა პლუსი, მაშინ მოსწავლეებს ვთავაზობთ რუკაზე დაიტანონ
ეს ობიექტები.
|
დაფა, ცარცი
ანკეტის ნიმუშები ამობეჭდილი
ფლიპჩარტი
ფლიპჩარტის მარკერები კომპიუტერიინტერნეტი
პროექტორი
თაბახის ფურცლები
სკოჩი
პპპ-პრეზენტაცია
|
გაკვეთილისბოლოსმასწავლებლისმიერმომზადებამიღებულიშედეგებისრეზიუმედააიტვირთებაპორტალზეforestry.ge
გაკვეთილი#7
გაკვეთილისთემა:
ეკოტურისტულიპოტენციალისშეფასება
გაკვეთილისმიზანი:
მოსწავლეები გაიაზრებენ ეკოტურისტული პროდუქტის შექმნის
წინარე ეტაპებს, გეოგრაფიული არეალის კვლევის მეთოდებს და რელევანტური ინფორმაციის
დამუშავების აუცილებლობას; შეძლებენ
განსაზღვრონ ზოგადგეოგრაფიული აღწერის კომპონენტების მნიშვნელობა ტურისტული აქტივობის
განხორციელებისთვის.
ხანგრლივობა:
1 სთ
თემა/საკითხი
|
მეთოდი
|
აქტივობის აღწერა
|
საჭირო რესურსი
|
საქართველოში პოპულარული ტურისტული აქტივობები
ადგილობრივი ეკოტურისტული პოტენციალის შეფასების მეთოდები;
კვლევის არეალის შერჩევა;საკვლევი არეალის ზოგადგეოგრაფიული
ინფორმაციის დამუშავება;
|
ინდივიდუალური მუშაობა
გონებრივი იერიში
მუშაობა
მცირე ჯგუფებში
განხილვა
დისკუსია
პრეზენტაცია
მინი-ლექცია
კითხვა/პასუხი
|
მისალმების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს გაკვეთილის თემას:
ეკოტურისტული პოტენციალის შეფასება
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს ინდივიდუალურად დაფიქრდნენდა თავის ბლოკნოტში ჩამოწერონ, რომელია საქართველოში მათი აზრით პოპულარული ტურისტული აქტივობები (მაგ.: თხილამურებით სრიალი, ჯომარდობა, ღვინის ტური, ფრინველებზე დაკვირვება, ცხენოსნობა, კარვებით ღამის თევა, მუზეუმების დათვალიერება, ჯიპ-ტური, ოფ-როუდი, თევზაობა, ნადირობა, ავტოსტოპით მოგზაურობა...)
(შენიშვნა: თუ მოსწავლეებს თავიდან უჭირთ
აქტივობების გახსენება, მასწავლებელმა სასურველია წაახალისოს, თავად მისცეს მაგალითი
და დაასახელოს რამოდენიმე აქტივობა)
შემდეგ მოსწავლეები რიგ-რიგობით ასახელებენ მათ მიერ მოფიქრებულ აქტივობას; მასწავლებელი დაფაზე წერს მოსწავლეთა მოსაზრებებს
და აკეთებს საერთო ჩამონათვალს;
მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს მცირე 3-4
კაციან ჯგუფებად. დაფაზე ჩამოწერილი საერთო აქტივობებიდან რამდენიმეს აძლევს მოსწავლეთა
ჯგუფებს. თითო ჯგუფს ეძლევა 3 აქტივობა. (ან მასწავლებელს თავად შეუძლია აქტივობების
რაოდენობის მიხედვით გაყოს და გაანაწილოს
ჯგუფებზე)
·
10 წუთის განმავლობაში მოსწავლეებმა ჯგუფში უნდა იმსჯელონ
და განსაზღვრონ, რომელი ფაქტორები (ამინდი, რელიეფი, ნალექი..) არის მნიშვნელოვანი
და გასათვალისწინებული კონკრეტული აქტივობით დაკავებისას. მაგალითად: თხილამურებით
სრიალისთვის მნიშვნელოვანია, როგორც რელიეფის შესაბამისი ფორმები, აგრეთვე ხელსაყრელი
კლიმატური პირობები, ნალექი თოვლის სახით.
·
მასშემდეგ,
რაც ჯგუფში მოსწავლეები შესაბამის ფაქტორებს და მახასიათებლებს დაიტანენბარათებზე,
ჯგუფში ხდება ინფორმაციის შეკრება - შესაბამისი ბარათის განლაგებაკონკრეტული აქტივობის
გასწვრივ.
·
ჯგუფიდან 1-2 მოსწავლე წარადგენს ჯგუფის ნამუშევარს.
(პრეზენტაციის დროს ჯგუფები ერთმანეთს უსვამენ შეკითხვებს: რატომ არის მნიშვნელოვანი
ფაქტორების გათვალისწინება? და სხვა...)
·
მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს პრეზენტაციას
ეკოტურისტული პოტენციალის შეფასების შესახებ.
·
ხდება ჯგუფების მიერ შექმნილი ნამუშევრების შეფასება,
რამდენად სწორედ განათავსეს მოსწავლეებმა ბარათები; ავლებენ პარალელს.
·
მასწავლებელი აჯამებს და მოსწავლეებთან ერთად განმარტავს
დაფაზე დატანილი თითოეული აქტივობისთვის ზემოთ ჩამოთვლილი პირობების აუცილებლობას.
შენიშვნა:
აღნიშნული აქტივობებიდან გამომდინარე მოსწავლეები დაინახავენ სამოგზაუროდ ან ტურისტული პროდუქტის გასავითარებლად
განსაზღვრული ტერიტორიის შესახებ წინასწარი ინფორმაციის მოძიებისა და მისი ანალიზის საჭიროებას
|
დაფა, ცარცი
ბარათები
ფლიპჩარტი
ფლიპჩარტის მარკერები კომპიუტერიპროექტორი
თაბახის ფურცლები
სკოჩი
PPT
|
გაკვეთილისბოლოსმასწავლებლისმიერმომზადებამიღებულიშედეგებისრეზიუმედააიტვირთებაპორტალზეforestry.ge
გაკვეთილი#8
გაკვეთილისთემა: საკვლევიარეალისშესახებსაბაზისოინფორმაციისმოძიებადადამუშავება
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებსეცოდინებათ
ეკოტურისტული პროდუქტის შექმნისათვის საჭირო ინფორმაციის კატეგორიები და მათი მოძიება/დამუშავების
მეთოდები; შეძლებენისტორიულ-კულტურული
ძეგლის ან ბუნების ძეგლის შეფასებას შესაბამისი ანკეტის მიხედვით.
ხანგრლივობა:
1 სთ
თემა/საკითხი
|
მეთოდი
|
აქტივობის აღწერა
|
საჭირო რესურსი
|
ისტორიულ-კულტურული ძეგლი/ ბუნების ძეგლი
ტურების შექმნის პირობები
შეფასების კრიტერიუმები
ანკეტები
|
გონებრივი იერიში
დისკუსია
კითხვა/პასუხი
მუშაობა
მცირე ჯგუფებში
პრეზენტაცია
მინი ლექცია
ანკეტების შევსება ჯგუფური სამუშაო
პრეზენტაცია
განხილვა/
შეჯამება
|
მასწავლებლი სთხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რომელი ისტორიულ-კულტურული ძეგლი
ან ბუნების ძეგლი მოინახულეს.
მოსწავლეები ასახელებენ მასწავლებელი აფიქსირებს დაფაზე;
კეთდება ჩამონათვალი.
იმართება დისკუსია:
·
რატომ იყო ეს ადგილები საინტერესო?
·
რა დაამახსოვრდათ?
·
შეიძლება თუ არა ეს ადგილი იყოს ტურისტულად საინტერესო
სხვა ადამიანებისათვის? თუ კი, რატომ?
·
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს წარმოიდგინონ თავი
ექსპერტებად. ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვს კონკრეტული ადგილები გამოცხადდეს ტურისტულ
მარშრუტებად, რაც ამ ექსპერეტების შესაფასებელია, მათ უნდა განსაზღვრონ ღირს თუ არა
თითოეულ არსებული ღირშესანიშნაობაზე ცალკე შეიქმნას ტურები;
·
მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს მცირე ჯგუფებად და
სთხოვს ჯგუფში, როგორც ექსპერტებმა ჩამოწერონ ის კრიტერიუმები, რაშიც უნდა შეფასდეს
არსებული ღირშესანიშნაობა, რათა შეიქმნას ტური.
მოსწავლეები მუშაობენ ზოგად კრიტერიუმებზე რას უნდა აკმაყოფილებდეს დასახელებული
ადგილი, რომ გახდეს ტურისტებისათვის საინტერესო, მაგალითად: სიძველე, მისასვლელი
ადგილი...
·
მოსწავლეები აკეთებენ ჯგუფში მოფიქრებული კრიტერიუმების
პრეზენტაციას. იმართება დისკუსია.
·
ამის შემდეგ მასწავლებელი ჯგუფებს სთხოვს დასაწყისში
გაკეთებული ჩამონათვალიდან აირჩიონ მათთვის ერთი ყველაზე ნაცნობი კულტურული ძეგლი,
რომელზედაც ამჟამად ყველაზე მეტ ინფორმაციას ფლობენ.
·
მასწავლებელი მოსწავლეებს
ურიგებს წინასწარ დაბეჭდილ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის და ბუნების ძეგლების
შეფასების ცხრილებს და უკვე შევსებულ ნიმუშებს (დანართი #8.1;8.2;8.3;8.4; გვ.
51-54). აკეთებს პრეზენტაციას, განმარტავს ანკეტებს პპპ პრეზენტაციის მეშვეობით.
·
ჯგუფის წევრები აფასებენ
მათ მიერ არჩეულ ისტორიულ-კულტურულ ან ბუნების ძეგლს შესაბამისი ანკეტის მიხედვით;
·
მოსწავლეები ჯგუფში
მუშაობენ და ავსებენ
ცხრილს, შეაქვთ შესაბამისი ინფორმაცია, ჯგუფის საერთო ნამუშევარი გადააქვთ ფლიპჩარტზე.
·
ბოლოს ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციას. ჯგუფის ფასილიტატორი
წარადგენს ჯგუფის ნამუშევარს. გაიმართება
დისკუსია და განიხილავენ, რამდენად
სწორადაა შევსებული ანკეტები; ასევე ძეგლის
აქტუალურობას და მის ტურისტულ მარშრუტებში შეტანის რელევანტურობას უსვამენ ხაზს. მასწავლებელი აჯამებს ჩატარებულ სამუშაოს და აკეთებს
უკუკავშირს.
|
დაფა, ცარცი
ანკეტის ნიმუშები ამობეჭდილი
ფლიპჩარტი
ფლიპჩარტის მარკერები კომპიუტერიპროექტორი
თაბახის ფურცლები
სკოჩი
პპპ-პრეზენტაცია
|
გაკვეთილისბოლოსმასწავლებლისმიერმომზადებამიღებულიშედეგებისრეზიუმედააიტვირთებაპორტალზეforestry.ge
გაკვეთილი#9
გაკვეთილისთემა: ადგილობრივიეკოტურისტულისერვისებისიდენტიფიცირებადაშეფასება
გაკვეთილისმიზანი:
მოსწავლეებსეცოდინებათ ტურისტული მომსახურების მიმწოდებლების
კატეგორიები და შეფასების კრიტერიუმები; შეძლებენ დაასახელონ რა ტიპის ტურისტული მომსახურებები
არსებობს და დაასაბუთონ რის მიხედვით უნდა შეფასდეს თითოეული მათგანი.
ხანგრლივობა:
1 სთ
თემა/საკითხი
|
მეთოდი
|
აქტივობის აღწერა
|
საჭირო რესურსი
|
ეკოტურისტული მომსახურების მიმწოდებლების
გამოვლენა და შეფასება
ეკოტურისტული მომსახურების განვითარების საკონსულტაციო ჯგუფი
კრიტერიუმები
|
ინდივიდუალური მუშაობა
გონებრივი იერიში
მუშაობა
მცირე ჯგუფებში
განხილვა
დისკუსია
პრეზენტაცია
მინი-ლექცია
კითხვა/პასუხი
|
·
მისალმების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს
გაკვეთილის თემას.
·
მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს რა ტიპის ეკოტურისტული
მომსახურებები არსებობს. პასუხებს აფიქსირებს დაფაზე და თავადაც ამატებს თუ მომსწავლეებმა
არ ახსენენს შემდეგს:
·
(განთავსების
ობიექტი/ საოჯახო სასტუმრო; საზოგადოებრივი კვების ობიექტი როგორიცაა: რესტორანი,
კაფე, ბარი, სწრაფი კვების ობიექტი; ადგილობრივი გამყოლი/გიდი; აგრომეურნეობა; ტრადიციული
რეწვის ბიზნესი.
·
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს თავი წარმოიდგინონ
ეკოტურისტული მომსახურების განვითარების საკონსულტაციო ჯგუფის წევრებად, რომლებიც
ამზადებენ გამოფენა ფორუმს, რომელიც დაეხმარება ამ საქმიანონით დაკავებულ ადამიანებს
სერვისის გაუმჯობესებაში.
·
გამოფენა ფორუმისათვის უნდა მომზადდეს პრეზენტაციები,
პოსტერები, რომელიც შეიცავს სერვისის გაუმჯობესების კრიტერიუმებს, რეკომენდაციებს.
მასწავლებელი
ყოფს მოსწავლეებს 4 მცირე ჯგუფად.
·
პირველ ჯგუფს მიეცემა-საოჯახო სასტუმრო;
·
მეორე ჯგუფს მიეცემა -საზოგადოებრივი კვების ობიექტი;
·
მესამე ჯგუფს მიეცემა -ადგილობრივი გამყოლი/გიდი;
·
მეოთხე ჯგუფს მიეცემა -აგრომეურნეობა და ტრადიციული რეწვის ბიზნესი.
·
მოსწავლეები ჯგუფში ეცნობიან მათთვის განკუთვნილ საკითხავ
მასალას, განიხილავენ, მსჯელობენ და ამ მასალაზე დაყრდნობით უნდა შექმნან ვიზუალური
პლაკატი სადაც დაიტანენ ყველაზე მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას, დავალებას უნდა
მიუდგნენ შემოქმედებითად და პლაკატზე უნდა ასახონ დიაგრამების, ნახატის, სიმბოლოების,
მინიშნებების მეშვეობით ასევე შესაბამისი
ტექსტის გამოყენებით ის ძირითადი მოთხოვნები,
კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს
ესა თუ ის ობიექტი; (ადამიანი) და რომელი კომპონენტების მიხედვით უნდა შეფასდნენ
ისინი (მაგ.: სველი წერტილის მდგომარეობა, მომსახურე პერსონალი, კომუნიკაციის უნარი
და ა.შ)
·
მათ უნდა შექმნან ვიზუალური და სახალისო ადვილად წასაკითხი
და გასაგები გზამკვლევი პოსტერი, რომელიც დაეხმარება ამ საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს
სერვისების გაუმჯობესებაში.
·
მოსწავლეები აკეთებენ ვიზუალური პლაკატების პრეზენტაციებს. ასაბუთებენ
ჯგუფის მიერ შერჩეულ კრიტერიუმებს და
რატომ არის მნიშვნელოვანი ესა თუ ის ასპექტი ეკოტურისტული მომსახურების მიწოდებისას.
·
პრეზენტაციების ბოლოს მასწავლებელი აჯამებს პპპ პრეზენტაციის
მეშვეობით. ამახვილებს ყურადღებას, იმ საკითხებზე, რაც გამორჩებათ მოსწავლეებს, ან
რაც მისი აზრით მნიშვნელოვანია და საყურადღებო. (თუ დრო დარჩა)
საშინაო დავალება:
·
გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი მოსწავლეებს ჯგუფების
მიხედვით ურიგებს ტურისტული მომსახურების შესაბამის კითხვარებს და საშინაო დავალებად
აძლევს მათ დასახლებულ პუნქტში ჩაატარონ აღნიშნული ობიექტების გამოკითხვა (დანართი
#9.1;9.2;9.3;9.4;9.5; გვ. 55-64)
·
შენიშვნა:
აღწერილი ობიექტები შესაძლებელია ჩართულ იქნას საბოლოო დაპროექტებულ ეკოტურისტულ
მარშრუტში.
შეჯამება:
·
აღნიშნული აქტივობები მოსწავლეებს მისცემს საშუალებას
გაიაზრონ ტურისტული ობიექტის მიერ შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების საჭიროება,
რაც აისახება მომსახურების ხარისხზე და ზრდის
მასზე მოთხოვნას.
|
დაფა, ცარცი
ბარათები
ფლიპჩარტი
მარკერები, კომპიუტერი
პროექტორი
თაბახის ფურცლები
სკოჩი
საკითხავი მასალა ამობეჭდილი
|
საშინაო
დავალების ფარგლებში, ჯგუფების მიერ განხორციელებული კვლევების ანგარიშები აიტვირთება
პორტალზეforestry.ge
გაკვეთილი#10
გაკვეთილისთემა: ეკოტურისტულიმარშრუტისდაგეგმვა
გაკვეთილისმიზანი:
მოსწავლეებს ეცოდინებათის ძირითადი კომპონენტები, რომლებიც
აუცილებელია ეკოტურისტული მარშრუტის დაგეგმვისათვის და თავად შეძლებენ შექმნან საორიენტაციო
მარშრუტი.
ხანგრლივობა:
1 სთ
თემა/საკითხი
|
მეთოდი
|
აქტივობის აღწერა
|
საჭირო რესურსი
|
მარშრუტების იდენტიფიცირება;
მთავარი ეკოტურისტული კომპონენტები;
ეკოტურისტული მარშრუტების მაგალითები.
|
გონებრივი იერიში
პრეზენტაცია
განხილვა
დისკუსია
|
·
მისალმების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს
გაკვეთილის თემას.
·
მასწავლებელი მოსწავლეებს წარუდგენს პრეზენტაციას
ეკოტურისტული მარშრუტების იდენტიფიცირების და დაგეგმვის შესახებ;
·
მოსწავლეებს ურიგებს ეკოტურისტული მარშრუტების ამობეჭდილნიმუშებს,
რომელთაც აცნობს მათ მასწავლებელი პრეზენტაციის დასასრულს (დანართი #10.1;10.2; გვ.
65-73);
·
მასწავლებელი მოსწავლეებსყოფს მცირე ჯგუფებად და აძლევს
კლასში გასაკეთებელ დავალებას:
·
მოსწავლეებმა უნდა შექმნან რომელიმე კონკრეტული გეოგრაფიული
არეალის (სოფელი, ხეობა და ა.შ.) მცირე ტურისტული გზამკვლევი, სავარაუდო ეკოტურისტული
მარშრუტით, რაშიც შეძლებისდაგვარად გამოიყენებენ მარშრუტში შემავალი ტურისტული ღირსშესანიშნაობების
ნახატებს, ფოტოებს, რუკებს და ტექსტუალურ მასალას;
·
ჯგუფები აკეთებენ ნამუშევრების პრეზენტაციას.
·
მასწავლებელი განიხილავს და ახდენს შეჯამებას.
შენიშვნა:არ არის აუცილებელი
მოსწავლეებმა ნამუშევრის შექმნისას შეავსონ მარშრუტის აღწერის ნიმუშის ყველა პუნქტი.
მოსწავლეების მიერ შექმნილი სავარაუდო მარშრუტები
ან/და ღირსშესანიშნაობები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას თავისუფალი გაკვეთილების
ფარგლებში ჩასატარებელ საველე გასვლისთვის.
|
დაფა, ცარცი
ფლიპჩარტი
ფორმატები, მარკერები, ბეჭდური მასალა (მარშრუტების აღწერის
ნიმუშები), კომპიუტერიპროექტორი;
თაბახის ფურცლები
სკოჩი
|
გაკვეთილისბოლოსმასწავლებლისმიერმომზადებამიღებულიშედეგებისრეზიუმედააიტვირთებაპორტალზეforestry.ge
გაკვეთილი#11
გაკვეთილისთემა: საფეხმავლომარშრუტებისმარკირებისსტანდარტი
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებსეცოდინებათ
საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული საფეხმავლო მარშრუტების მარკირების ერთიან
ეროვნულ სტანდარტი და მარშრუტების მონიშვნის პრინციპები. შეძლებენ პრაქტიკულად შეასრულონ
მცირე სავარჯიშო.
ხანგრლივობა:
1 სთ
თემა/საკითხი
|
მეთოდი
|
აქტივობის აღწერა
|
საჭირო რესურსი
|
საფეხმავლო მარშრუტების ერთიანი ეროვნული
სტანდარტის ძირითადი პრინციპები
|
კითხვა-პასუხი
დისკუსია
მინი ლექცია
პრაქტიკული დავალება ცხრილების შევსება
|
მისალმების შემდეგ მასწავლებლებელი მოსწავლეებს ეკითხება შეხვედრიან თუ არა სადმე საფეხმავლო ბილიკებზე
რაიმე ნიშნებს და რა ნიშნებია ესენი (მაგალითად ყვითელი ისრები წარწერით, საღებავები
ხეზე, ზოლები კლდეზე ან ქვაზე...)
·
თუ ჰგავს მარკირებული ნიშნები ერთმანეთს სხვადასხვა
ადგილას და რატომ არის ისინი მსგავსი, რა მოხდება სხვადასხვა რომ იყოს?
·
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს პრეზენტაციის სახით
საფეხმავლო მარშრუტების მარკირების ერთიან ეროვნულ სტანდარტს და უკავშირებს წინა
მსჯელობას.
·
მოსწავლეებს ურიგდებათ მარშრუტის მარკირების პროექტის
მოსამზადებლად საჭირო ამობეჭდილი ცხრილები და ნიმუში (დანართი #11.1;11.2; გვ.
74-75);
·
მოსწავლეებს ეძლევათ დავალება (იხ. დანართი) სკოლის
მიმდებარედ თემში პრაქტიკულად შეადგინონ სანიმუშო მარშრუტის მარკირების პროექტი;
·
მასწავლებელი ამოწმებს შესრულებული სამუშაოს სიზუსტეს,
მოსწავლეებს აძლევს რეკომენდაციებს.
მოსწავლეების მიერ შესასრულებელი დავალების აღწერა:
მოსწავლეთა ჯგუფებს ევალებათ მცირე ტერიტორიაზე დააგეგმარონ
რაიმე სახის მარშრუტი, მასში შემავალი რამდენიმე ობიექტით (მაგალითისთვის შესაძლოა
გამოვიყენოთ ეზოში მდგარი კონკრეტული ხე, მოედანი, წყარო და ა.შ.). წინასწარ ამობეჭდილ
ცხრილში შეავსონ ობიექტამდე მისასვლელი მანძილი ნაბიჯების რაოდენობის მიხედვით, დაინიშნონ
ობიექტამდე მისასვლელი დრო წამებში, განსაზღვრონ რომელ ადგილებში იქნება საჭირო ბოძის
დამონტაჟება მანიშნებელებისთვის, განსაზღვრონ რა ობიექტებზეა შესაძლებელი საღებავით
მარკირება (ქვები, ხეები, ღობე და სხვა);
შეჯამება:
აღნიშნული აქტივობებიდან გამომდინარე მოსწავლეებს
საშუალება ეძლევათ გაეცნონ საფეხმავლო ტურისტული მარშრუტების მარკირების ერთიან სტანდარტს
და მის მთავარ პრინციპებს. პრაქტიკულად შეადგინონ სანიმუშო მარშრუტის მარკირების
პროექტი.
|
კალმები, ფურცლები, ბეჭდური მასალა
კომპიუტერიპროექტორი
თაბახის ფურცლები
სკოჩი
|
გაკვეთილისბოლოსმასწავლებლისმიერმომზადებამიღებულიშედეგებისრეზიუმედააიტვირთებაპორტალზეforestry.ge
გაკვეთილი #12
გაკვეთილისთემა: ლაშქრობისუსაფრთხოება
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებს
ეცოდინებათ უსაფრთხოების საკითხები ლაშქრობის დროს
ხანგრლივობა:
1 სთ
თემა/საკითხი
|
მეთოდი
|
აქტივობის აღწერა
|
საჭირო რესურსი
|
ლაშქრობისუსაფრთხოება
|
ვიდეო-ჩვენება
დისკუსია
|
მასწვალებელი მისალმების
შემდეგ მოსწავლეებს ეკითხება, იციან თუ არა რა საფრთხეები არსებობს ლაშქრობის დროს?
მასწავლებელიაჩვენებსვიდეოსლაშქრობისუსაფრთხოებისშესახებ.
იმართებადისკუსია: როგორგამოვიყენებთმიღებულინფორმაციასპრაქტიკაში, კერძოდდაგეგმილილაშქრობისდროს.
|
კომპიუტერიპროექტორი
დინამიკები
ვიდეო ფილმი
|
გაკვეთილისთემა: ფოტოგრაფია საველე ლაშქრობისას; საველე
გასვლის დაგეგმვა.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები
შეძლებენ პრაქტიკაში გადაიტანონ მიღებული ცოდნა. უშუალოდ გაივლიან დაგეგმილ მარშრუტს,
აღწერენ მას შესაბამისი მეთოდებით. მოსწავლეები შეძლებენ დაამზადონ მარშრუტის მარკირების
პროექტი.
ხანგრლივობა:
1 სთ
თემა/საკითხი
|
მეთოდი
|
აქტივობის აღწერა
|
საჭირო რესურსი
|
ფოტოგრაფია საველე ლაშქრობისას;
საველე გასვლის დაგეგმვა.
|
ვიდეო-ჩვენება
დისკუსია
გონებრივი იერიში
დისკუსია
|
მასწავალებელი მისალმების
შემდეგ მოსწავლეებს ეკითხება, იყენებენ თუ არა ფოტო-აპარატებს ან მობილურს ფოტოების
გადასაღებად. არიან თუ არა კმაყოფილი გადაღებული ფოტოებით;
მასწავლებელიაჩვენებსფოტოგადაღებების შესახებ ვიდეოს.
იმართებადისკუსია: როგორგამოვიყენებთმიღებულინფორმაციასპრაქტიკაში, კერძოდდაგეგმილილაშქრობისდროს.
შემდეგ მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს რას აქცევენ ყურადღებას ლაშქრობაში
წასვლამდე. პასუხები ფიქსირდება ფლიპჩარტის ფურცელზე.
მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის რას გულისხმობს საველეგასვლისდაგეგმვა:მარშრუტის, გასვლისთარიღის, საორგანიზაციოსაკითხებისადაკონკრეტულიდავალებებისგანსაზღვრასსაველეგასვლისპროცესში.
გეგმააიტვირთებაპორტალზეforestry.ge. დეტალებზესაბოლოოშეთანხმებისმიზნითდაიგეგმებაშეხვედრასაველეგასვლისწინადღეს.
მასწავლებელი მოსწავლეებს ეკითხება რა იყო მათთვის
სიახლე და როგორ გაუმჯობესდება მათ მიერ დაგეგმილი ლაშქრობა ამ გაკვეთილის შემდეგ.
|
კომპიუტერიპროექტორი
დინამიკები
ვიდეო ფილმი
მარკერები, ფლიპჩარტის ფურცლები
|
ლაშქრობის
გეგმა აუცილებლად უნდა აიტვირთოს პორტალზეforestry.ge, რაც CENN–ს საშუალებას მისცემს, უზუნველყოს საკონსულტაციო, საკომუნიკაციო, ან სხვა
სახის დახმარება ლაშქრობის ორგანიზებისა და განხორციელების პროცესში
გაკვეთილი #14
გაკვეთილისთემა: საველეგასვლა
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები
შეძლებენ პრაქტიკაში გადაიტანონ მიღებული ცოდნა. უშუალოდ გაივლიან დაგეგმილ მარშრუტს,
აღწერენ მას შესაბამისი მეთოდებით. მოსწავლეები შეძლებენ დაამზადონ მარშრუტის მარკირების
პროექტი.
ხანგრლივობა:
1 სთ
თემა/საკითხი
|
მეთოდი
|
აქტივობის აღწერა
|
საჭირო რესურსი
|
საველე სამუშაოების დაგეგმვა
უსაფრთხოების დაცვის ნორმები
პასუხისმგებლობები
|
კითხვა-პასუხი
დისკუსია
მინი ლექცია
პრაქტიკული დავალება ცხრილების შევსება
|
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს საველე გასვლის განრიგს;
·
მასწავლებელი მარშრუტის დაწყებამდე მოსწავლეებს აცნობს
მოგზაურობისას დასაცავი უსაფრთხოების დაცვის ნორმებს;
·
მასწავლებელი
კლასს ყოფს6 მცირე ჯგუფად, თითოეული ჯგუფი საველე სამუშაოს შესრულების
დროს პასუხისმგებელი იქნება ცალკეულ კომპონენტზე, მათ ურიგდებათ შესაბამისი ანკეტები
და ცხრილები (დანართი#14.1;14.2;14.3;14.4; გვ. 76-82):
i.
მარშრუტის
და მასში შემავალი ობიექტების ფოტო/ვიდეო მასალის გადაღება;
ii.
მანიშნებელის გასაკეთებელი წერტილების ფოტოების გადაღება;
iii.
მარკირების ცხრილის შედგენა;
iv.
მარშრუტის GPS მონაცემების
აღება;
v.
მარშრუტის სვლა-გეზის აღწერა;
vi.
მარშრუტში შემავალი ტურისტული ობიექტების (ღირსშესანიშნაობები/ტურისტული
სერვისის მიმწოდებლები...) აღწერა;
·
მოსწავლეებს ეძლევათ საშინაო დავალება, ველზე შესრულებული
სამუშაოები დაამუშავონ სახლში და წარმოადგინონ ელქტრონული ფორმატით პრეზენტაციები.
შეჯამება:
აღნიშნული აქტივობიდან გამომდინარე მოსწავლეებს საშუალება
ეძლევათ მიღებული თეორიული ცოდნა გადმოიტანონ პრაქტიკაში. უშუალოდ შეასრულონ ყველა
ის პრაქტიკული სამუშაო რაც საჭიროა მარშრუტის დაპროექტებისათვის.
შენიშვნა: ჯგუფის სიდიდიდან გამომდინარე დავალებები შეიძლება მოსწავლეებს დაურიგდეს
ინდივიდუალურად ან/და მარშრუტის მსვლელობისას მოხდეს ურთიერთშენაცვლება.
|
კალმები, ფურცლები, ბეჭდური მასალა, GPS სისტემის მქონე ხელსაწყო, ფოტო აპარატი.
კომპიუტერიპროექტორი
თაბახის ფურცლები
სკოჩი
|
Комментариев нет:
Отправить комментарий