რეგისტრაცია
დარეგისტრირდი დღესვე პორტალზე - forestry.ge
დარეგისტრირდი დღესვე პორტალზე - forestry.ge
კონკურსის წესები
ყველა ქმედება, რომლებიც, შესაძლებელია განხორციელდეს კონკურსის ფარგლებში ბუნებრივი და სოციალური გარემოს სასიკეთოდ, დაყოფილია კატეგორიებად, და თითოეულის განხორციელებისათვის, ეკოკლუბს განსაზღვრული ქულა ენიჭება. .თქვენ სწავლობთ, ასწავლით სხვას, ახორციელებთ გარემოსდაცვით და სოციალურ ღონისძიებებს, ამისდამადასტურებელ ინფორმაციას ტვირთავთ კონკურსის პორტალზე forestry.ge და, ამგვარად, აგროვებთ საკონკურსოქულებს.გვჯერა, რომ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილეები მომავალი ლიდერები არიან, რომლებიც ხელს შეუწყობენ განვითრებასა და ცვლილებებს უკეთესი გარემოს მისაღწევად.
კონკურსის ფორმატი
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ფარავს საქართველოს ყველა რეგიონს. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს:
ეტაპი პირველი - ქულების დაგროვებაპორტალზე დარეგისტრირებულ ეკოკლუბებს მათ მიერ განხორციელებული ინიციატივების ხარისხისა და რაოდენობის შესაბამისიქულები უგროვდებათ.თითოეული რეგიონის ყველაზე აქტიური და, შესაბამისად, ყველაზე მაღალი ქულების მქონე სკოლები გადადიან ნახევარფინალურ ეტაპზე.
ეტაპი მეორე - რეგიონული ნახევარფინალებირეგიონულ ნახევარფინალებზე სკოლებს შესაძლებლობა ეძლევათ, საზოგადოებრივი სექტორისა და გარემოს დაცვის სფეროს ექსპერტებს (კონკურსის თანაორგანიზატორი სახელმწიფო უწყებები და პარტნიორები – WWF, National Geographic საქართველო , ასოციაცია „სიქა“,ევროპის ფონდი, საბუკო, თბილისის ზოოპარკი...) ესაუბრონ გუნდის მუშაობის შედეგებზე, შეძენილ ცოდნასა და მიღწეულ ცვლილებებზე. ჟიური არა მხოლოდ აფასებს სკოლის ეკოკლუბის წარმომადგენლებს, არამედ ესაუბრება და რჩევებს აძლევს მათ, რაც მოსწავლეებისათვის ფასეული გამოცდილებაა.
ეტაპი მესამე - ფინალინახევარფინალის საუკეთესო შედეგების მქონე სკოლები გადადიან ფინალურ ეტაპზე. კონკურსის ფინალი, ტრადიციულად, ტყის დაცვის საერთაშორისო დღეს, 21 მარტს, იმართება.

ქულების დაგროვების პროცესი: 15 მაისი, 2019 – 15 იანვარი,
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ახალგაზრდული, გარემოსდაცვითი კონკურსია, რომლის მთავარი მიზანია გარემოსდაცვითი განათლებისა და სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერა. 2019 წელს კონკურსის თემაა „მდგრადი განვითარების მიზნები“. ქვემოთ ჩამოთვლილია 10 მიზეზი, რის გამოც კონკურსში უნდა მიიღო მონაწილეობა :ქვემოთ ჩამოთვლილია 10 მიზეზი, რის გამოც კონკურსში უნდა მიიღო მონაწილეობა :
1. წარმოაჩინე საკუთარი თავი!
მიზანმიმართული ადამიანი ყოველთვის ცდილობს საკუთარი ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას, აქვს ბევრი იდეა და გამოირჩევა ინდივიდუალიზმით. ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია მოსწავლეებსა და მასწავლებლებს აძლევს საკუთარი ნიჭისა და უნარების გამოვლენისა და მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას.

2. განვითარდი!ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მთავარ იდეას განათლება და პიროვნული ზრდა წარმოადგენს. პრემიის მიზანია, ხელი შეუწყოს მოზარდების ცნობიერების ამაღლებას და განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით, როგორც სკოლაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
3. იზრუნე საკუთარ სოფელზე/ქალაქზე/ქვეყანაზე!საკუთარ გარემოზე ზრუნვა არის პირველი ნაბიჯი უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებებისკენ და უფრო დიდ ასპარეზზე გასასვლელად. ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ხელს უწყობს მოსწავლეების საკუთარ გარემოში განვითარებას და აძლევს მათ შესაძლებლობას, მიაღწიონ უფრო დიდ წარმატებას და აღიარებას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.
4. მოიპოვე პრიზები!
კონკურს არ ჰყავს დამარცხებული. ყველა მოსწავლეს და მასწავლებელს ეძლევა პრიზების მოპოვებისა და წარმოუდგენელი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა. 2018 წელს მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სპეციალური სასწავლო კურსი სლოვენიასა და ავსტრიაში გაიარეს; 2017 წელს გამარჯვებულ სკოლებში მოეწყო ეკო-ჰაბები - სივრცეები, სადაც მოსწავლეებს ეძლევათ უკეთეს და ჯანსაღ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა. სკოლებს პრიზებსა და საჩუქრებს ბევრი ორგანიზაცია აძლევს, მაგრამ ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად სასკოლო კონკურსში მონაწილეობა უკვე ნიშნავს იმას, რომ შენ გამარჯვებული ხარ!

5. დაისვენე ეკობანაკში!ნიკო კეცხოველის პრემიის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ნაწილს მისი ბანაკები წარმოადგენს. მოსწავლეები თავს იყრიან ბანაკებში, იძენენ ახალ მეგობრებს და საინტერესოდ ატარებენ მწვანე გარემოში. ისინი ესწრებინ საინფორმაციო და სასაწავლო კურსებს, დადიან ექსკურსიებზე და თამაშობენ სხვადასხვა თამაშებს. ბანაკი არის ახალი ადამიანების გაცნობს, კონტაქტების დამყარებისა და პრობლემების გადაჭრის გზების ერთად პოვნის საუკეთესო შესაძლებლობა.6. გახდი თანამედროვე პროცესების ნაწილი!
საზოგადოებასა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია და გვეხმარება დადებითი ცვლილებების განხორციელებაში. არ იცხოვრო წარსულში - გაიგე, რა ხდება შენს გარშემო და იფიქრე, რა შეგიძლია გააკეთო მომავლის გასაუმჯობესებლად.
7. შეხვდი ქალაქის მერს, პარლამენტის წევრებს, მინისტრებს და სხვადასხვა ორგანიზაციებს!ნიკო კეცხოველის პრემიის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტი, გარემოსდაცვისა და განათლების სამინისტროები. მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარი პროექტები განიხილონ ქალაქის მერთან, პარლამენტის წევრებსა და მინისტრებთან. საკუთარ იდეებზე საუბრის დროს შეგიძლია დაამყარო კონტაქტი იმ ადამიანებთან, რომლებთანაც პროექტების განხორციელებას შეძლებ. ამ გზით საკუთარ იდეებს მთელ მსოფლიოს გააცნობ!
8. გამოავლინე შენი სოციალური პასუხისმგებლობა!გქონდეს სოციალური პასუხისმგებლობა ნიშნავს, იყო კეთილი, ზრუნავდე სხვა ადამიანებსა და გარემომცველ სამყაროზე, გინდოდეს განვითარება და ცდილობდე გაუმჯობესებას. მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ სოციალური პასუხისმგებლობა და უნდა შეეძლოთ საკუთარი თავის წარმოჩენა. ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად სასკოლო კონკურსის მონაწილე მოსწავლეები სამყაროს და საზოგადოებას კრიტიკულად და განსხვავებულად განიხილავენ, ისევე, როგორც ამას მათი ევროპელი და ამერიკელი თანატოლები აკეთებენ.
9. გახდი ლიდერი!იმისათვის, რომ ნამდვილი ლიდერი გახდე, ბევრი უნდა იშრომო. ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის მონაწილე მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ბევრი იმუშავესს, იფიქრეს და ისწავლეს იმისათვის, რომ ლიდერები გამხდარიყვნენ. გამოიყენე შენი ნიჭი და იდეები რომ სამყარო უკეთესობისაკენ შეცვალო
10. დაიცავი გარემო!ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის ძირითად თემას გარემოს დაცვა წარმოადგენს. ბევრი ღონისძიება, რომელიც სკოლებს დამატებით ქულებს სძენს, გარემოს დაცვასთან არის დაკავშირებული. გამოიკვლიე, აღმოაჩინე, შეისწავლე, ასწავლე, შეცვალე და დაიცავი საკუთარი გარემო. ნიკო კეცხოველის სახელობის პრემია მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, გახდნენ საოცარი ღონისძიების ნაწილი, აისრულონ ოცნებები და განახორციელონ იდეები!
კლუბის სახელწოდება და შესაბამისი ატრიბუტიკა
კლუბის სახელწოდებაა -ფარშევანგი
საკლუბო მუშაობის ამსახველი მასალა
კლუბის სამუშაო შეხვედრა:
18 მაისს სსიპ ქ.წალენჯიხის N 1საჯარო სკოლაში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა თემაზე,,კონკურსის პირობების გაცნობა .შეხვედრის მიზანი გახლდათ გუნდის განახლება და მოსწავლეებისათვის " ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019"_ის პრეზენტაცია, მდგრადი განვითარების მიზნების და კონკურსის პირობების გაცნობა. შეხვედრაზე გუნდის ყოფილმა წევრებმა ახალბედა მოსწავლეებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და გზა დაუთმეს ახალ სკოლის გუნდს და უსურვეს ფინალამდე გასვლა.შეირჩა გუნდის ლიდერი მეცხრეკლასელი გიორგი ღვინჯილია და გუნდის ახალი 6 წევრი.შერჩეულმა გუნდმა მოიფიქრა გუნდის სახელი,,ფარშევანგი,, და გუნდის დევიზი,, უფრო მეტი მწვანე სივრცეები,, გუნდის წევრები დარეგისტრირდნენ შესაბამის საიტზე ,,forestry.ge,, და ერთსულოვნად აღნიშნეს, რომ აქტიურად იქნებიან ჩართული მთელი წლის განმავლობაში.გუნდის წევრებს გადაეცათ საჩუქრად,, ჩემი მიზნების წიგნი,, აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა სკოლის დირექტორი ბატონ: ბადრი ბობოხია , რომელმაც დირექციის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა გუნდ :,,ფარშევანგს,,. პირველი შეხვედრა ჩაატარა პედაგოგმა ნესტან არახამიამ და " ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2018"_ის გუნდის წევრებმა.
ეკოკუბის სამოქმედო გეგმა:
21 მაისს სსიპ ქ.წალენჯიხის N 1საჯარო სკოლაში ჩატარდა გუნდი ,,ფარშევანგის,, შეხვედრა,რომლის დროსაც შემუშავდა სამოქმედო გეგმა ,გუნდის წევრებმა შეარჩიეს მიმართულებები : 1)სპეციალური საჭიროებების
მქონე პირების მხარდაჭერა
,2)გენდერი
3) ტყეებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა
, 4) ეკოტურიზმი.
5) ნარჩენების მართვა. ამ მიმართულებასთან დაკავშირებით დაიგეგმა სერიოზული აქტივობები რომელშიც იმედია ჩაერთვება მუნიციპალიტეტი.
6) წყალი, ჰიგიენა და სანიტარია
. გუნდმა პრიორიტეტი მიანიჭა სკოლის ეზოს გამწვანებას- განაშენიანებას ნარჩენების მართვა( მაკულატურის შეგროვება, დასუფთავება). გუნდმა გადაწყვიტა აღნიშნოს გარემოს დაცვითი დღეები და გაიარონ forestry.ge_ს რუკაზე რეკომენდებული მარშუტი და გამოაქვეყნოს ფოტო/ვიდეო და წერილობითი მასალა.

აღწერა:22 მაისს ქალაქ წალენჯიხის
N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა ლექცია-სემინარი ბიომრავალფეროვნებისა და მისი დაცვის მნიშვნელობის თემაზე, მიზანი იყო, რომ მოსწავლეებს დამატებითი ინფორმაცია მიეღოთ ამ დღის შესახებ და გაეცნოთ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ არსებათა სახეობები და გამოეთქვათ აზრები ამ პრობლემის აღმოფხვრის გზებზე, რაღა თქმა უნდა, გამოსავალს მოსწავლეები დაცული ტერიტორიების სამუშაო სისტემის გაძლიერებასა და მოსახლეობის ინფორმირებაში ხედავენ. გაკვეთილს წარმართავდა გუნდის ლიდერი გიორგი ღვინჯილია რომელმაც ძალიან დააინტერესა თანაკლასელები ახალი ინფორმაციების გაცნობით.მოსწავლეები გაეცნენ ბუნებრივ რესურსებს და მათი მდგრადი განვითარების
მნიშვნელობას. ჩვენი სამშობლოსთვის დამახასიათებელია ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება, მრავალი სახეობის ენდემური მცენარე თუ სხვა სახის ცოცხალი არსება და სწორედ ამიტომ, საქართველო, როგორც კავკასიის ნაწილი შედის ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის 200 გლობალურ ეკორეგიონის ნუსხაში. მიუხედავად ამ ფაქტორებისა და მრავალფეროვანი გარემოსი, ყოველდღიურად ისევე როგორც მთელს მსოფლიოში , ასევე საქართველოშიც, ბუნება და ცოცხალ ორგანიზმთა სამყარო ყოველდღიურად განიცდის ისეთ ანთროპოგენულ ზემოქმედებას, რომელიც ქმნის ამ ორგანიზმთა გადაშენების საფრთხეს, თანდათან კი ეს საფრთხე რეალობად იქცევა. სწორედ ამან გამოიწვია მრავალი სახეობის არსების გადაშენება და გადაშენების პირას მყოფთა დასაცავად მრავალი კამპანიის წამოწყება, სწორედ ამ საფრთხის ზრდამ გახადა აუცილებელი ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღედ 22 მაისის გამოცხადება, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით 2000 წლიდან აღინიშნება.გაიმართა დისკუსია. ჩამოთვალეს ჩვენს რეგიონში არსებული ყველა ბუნებრივი რესურსი, რაც ტურისტებისთვის შეიძლება იყოს საინტერესო . გაკეთებული პრეზენტაციის ფონზე მოსწავლეებმა ისაუბრეს ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობის შესახებ დააჯგუფეს
რესურსები ორგანულ და არაორგანულად . წალენჯიხა არც ისე მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, ამოტომ,რაც შეიძლება გონივრულად უნდა გამოვიყენოთ დღეს ჩვენთ ხელთ არსებული რესურსები.
ყველა მოსწავლეს
დაურიგდა სათანადო მასალები,რის საფუძველზეც მათ დაინახეს თუ რამდენად მდიდარია საქართველო
ბუნებრივი რესურსებით. მოსწავლეებმა გაიაზრეს მათი დაცვის და რაციონალურად გამოყენების
მნიშვნელობა. მოსწავლეებს შეეძლებათ დაახასიათონ საქართველოში არსებული ბიომრავალფეროვნება
და ბუნებრივი რესურსები. გააცნობიერებენ არსებულ
პრობლემებს და მდგრადი გამოყენების მნიშვნელობას. ეკო-კლუბის
წევრები მზად არიან თავისუფალი გაკვეთილების
წევრებთან ერთად, ერთობლივი ძალებით განაგრძონ ბრძოლა კონკურსში წარმატების მისაღწევად.
საავტორო სტატია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი მდებარეობს სამეგრელოს და ზემო სვანეთის საზღვარზე, მდინარეების - ენგურისა და ჭანისწყლის ხეობაში. ტოპონიმი წალენჯიხა უძველესი კოლხური ტომის ჭანების სახელიდან (მეგრ. ჭანის ჯიხა, ჭანის დიხა – ჭანის ციხე, ჭანის მიწა) წარმოდგება. მუნიციპალიტეტის ტერიტორია
უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. შუა საუკუნეებში წალენჯიხა სამეგრელოს მთავრების, დადიანების რეზიდენცია, სასახლე, განძთსაცავი და საგვარეულო სამარხი იყო, X საუკუნის წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარი კი - დადიანების საგვარეულო ეგვტერი.
წალენჯიხა გამორჩეულია უმშვენიერესი ლანდშაფტით და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებით. რეკრეაციული რესურსებიდან მნიშვნელოვანია საკურორტო ადგილი სქური, რომელიც წალენჯიხიდან 15 კმ-ში, მდინარე აბანოსღელის (ჭანისწყლის მარცხენა შენაკადი) ხეობაში მდებარეობს. ისტორიულად ამ ადგილს თავდაცვითი ფუნქცია ჰქონია: მას იცავდა კლდეკარი (კლდეებს შორის ვიწრო გასასვლელი), რომლის ჩაკეტვის შემდეგ
მოსახლეობა დაცული იყო მომხდური მტრისგან. ხეობის ტერიტორიაზე დღემდეა შემორჩენილი რამდენიმე თავდაცვითი ნაგებობის - ციხისა და საყარაულო კოშკის ნანგრევები. სქურის მინერალური წყლები XIX ს-ის 70-80 წლებში მწყემსებს აღმოუჩენიათ. მათ შეუმჩნევიათ, რომ პირუტყვი ხშირად გვერდს უვლიდა მდინარის წყალს და წყაროს ეტანებოდა. გლეხები, რომელთა მიწაზე წყარო გაედინებოდა, საგულდაგულოდ ცდილობდნენ ამ ფაქტის დამალვას, რადგან ეშინოდათ, თავადებს მიწა არ ჩამოერთმიათ. წყლის სამკურნალო თვისებების შესახებ ხალხმა მოგვიანებით მაინც შეიტყო და სქური სულ მალე ბალნეო-კლიმატურ კურორტად იქცა. წლების განმავლობაში აქ ათასობით ადამიანი გადიოდა სარეაბილიტაციო კურსს. ფუნქციონირებდა მინერალური წყლების ჩამომსხმელი ქარხანა, რომელიც წელიწადში 5 მილიონ ბოთლ მინერალურ წყალ სქურს აწარმოებდა. ამჟამად საკურორტო ინფრასტრუქტურა რეაბილიტაციას საჭიროებს.
გუნდის ლიდერი:გიორგი ღვინჯილია
1. ოხოჯა, იგივე მცირე ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა). მდებარეობს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე,
მდინარე ხობისწყლის სათავესთან (ზ. დ. 2535 მ). სარკის ფართობი 0,21 კმ2, უდიდესი სიღრმე _ 35 მ.
2. ეგრისის (სამეგრელოს, იგივე ოდიშის) ქედის კალთები კოლხური ფართოფოთლიანი ტყეებითა და წიწვოვანებით არის დაფარული. 62 კმ სიგრძისა და 37 კმ სიგანის ქედი მესტიის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებს მოიცავს. უმაღლესი წერტილია მწვერვალი ლაკუმურაშდუდი (3255 მ). მის სამხრეთ ზოლში რამდენიმე კარსტული მასივია: წულიში, ყვირა, მიგარია, ასხი.
მდებარეობა: ეგრისის ქედის მთისწინეთი, მდ. ჭანისწყლის ხეობა.
მანძილი: წალენჯიხიდან – 14 კმ, ზუგდიდიდან – 36 კმ, თბილისიდან (ჩხოროწყუს გავლით) – 355 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 450-500
მ.
რელიეფი: პლატოსებრი ვაკე.
კლიმატი: სუბტროპიკული სარტყლის დაბალი მთის ზონა. ზამთარი რბილი, უთოვლო. ზაფხული მეტად თბილი.
ნალექების წლიური რაოდენობა: 1800-2000 მმ.
წლიური საშუალო ფარდობითი ტენიანობა: 74%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1943-2316 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და ქლორიდულ- სულფატურ, კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 1,7 გ/დმ3;
დებიტი: 70-80 ათასი ლ/დღ-ღ.
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: საჭმლის მომნელებელი ორგანოების, საყრდენ-მამოძრავებელი და პერიფერიული
ნერვული სისტემების დაავადებები; ღვიძლის, საშარდე და სანაღვლე გზების ქრონიკული დაავადებები.
Комментариев нет:
Отправить комментарий